უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
რასაც ღარიბ-ღატაკი ღებულობს, მას თავად ქრისტე ღებულობს - ამ ღატაკის სახით (მთ. 25, 40).
ქრისტე ჯვრიდან გვეუბნება თითქოს ყველას და ყოველ ჩვენთაგანს: "აი, რა გავაკეთე შენი გულისათვის! შენ რა გააკეთე ჩემთვის?"
ო, ვერ გაწვდება ადამიანის გონება ღვთის სიყვარულის მთელ სიგრძე-სიგანესა და სიმაღლეს, რომელიც იესო ქრისტესგან გადმოდის ჩვენზე. მაგრამ მით უფრო საშინელია, იყო უმადური ამ სიყვარულის წინაშე
თუ ჩვენ ყველაფრით დავალებულნი ვართ უფლისგან ჩვენი შექმნის გამო, მაშ, რა ძალგვიძს მივაგოთ ღმერთს მის მიერ ჩვენი გამოსყიდვის საქმის აღსრულებისათვის და თანაც - ასე აღსრულებისათვის?
თუ სამყაროს შექმნა ღვთის სიყვარულის საქმეა, მაშინ ადამიანთა გამოსყიდვის საქმე ძე ღვთისას სიკვდილით, არის ღვთის სიყვარულის სასწაული.
ქრისტე ზეციდან გარდამოხდა გამოსყიდვის აღსასრულებლად, ზეცაში კი ჩვენს განსადიდებლად ავიდა