უბედურება, რომელსაც ვითმენთ, ვერ შეედრება ღვთისგან თავისი შვილებისთვის გამზადებულ საუკუნო ბედნიერებას. რომელი შვილებისთვის? ტანჯულთათვის, მწუხარეთათვის, ვნებულთათვის, ტვირთმძიმეთათვის და არა მათთვის, ვინც ახლა დროებით განცხრომაშია...
იხილეთ სრულად
უბედურება, რომელსაც ვითმენთ, ვერ შეედრება ღვთისგან თავისი შვილებისთვის გამზადებულ საუკუნო ბედნიერებას. რომელი შვილებისთვის? ტანჯულთათვის, მწუხარეთათვის, ვნებულთათვის, ტვირთმძიმეთათვის და არა მათთვის, ვინც ახლა დროებით განცხრომაშია და ბედნიერად ცხოვრობს.
რა დაგრჩენია? სრული მოთმინება, სიმხნევე განსაცდელში და უსაზღვრო მადლიერება ჩვენი სულების საუკეთესო განმგებლის მიმართ, რასაც მადლიანი სიმდაბლეც უნდა ახლდეს თან.
შვილო, შენი სნეულება უმეტესწილად ურჩობისგანაა, თუმცა შენდამი ღვთის სიყვარულიც ჩანს. ღმერთს ძალიან უყვარხარ, ამიტომაც გწვრთნის. განსაცდელებით ღმერთი შენს ძვირფას ხსნას აღასრულებს; მას სურს, ტვირთი შეგიმსუბუქოს და სულის ჭურჭელი იმ დ...
იხილეთ სრულად
შვილო, შენი სნეულება უმეტესწილად ურჩობისგანაა, თუმცა შენდამი ღვთის სიყვარულიც ჩანს. ღმერთს ძალიან უყვარხარ, ამიტომაც გწვრთნის. განსაცდელებით ღმერთი შენს ძვირფას ხსნას აღასრულებს; მას სურს, ტვირთი შეგიმსუბუქოს და სულის ჭურჭელი იმ დიდი იმედის ძღვენით აგივსოს, რაც ზეცის დამკვიდრება და შენგან მხურვალედ შეყვარებული ქრისტეს მახლობლად საუკუნო ყოფნაა!