წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
თუკი სიბრძნისმოყვარებას არაფერი შეესატყვისება ისე, როგორც ტირილი, ასევე არაფერი უპირისპირდება მას სიცილის მსგავსად.
ჩვენ სულთქმასა და გლოვას აღვუვლენთ უფალს, მოშიშებით დაღვრილი ცრემლი ღვთის წინაშე გვიშუამდგომლებს, ხოლო ის ცრემლი, რომელიც ყოვლადწმიდა სიყვარულის მიერ დაგვედინება, გვარწმუნებს, რომ ჩვენი ლოცვა შესმენილია
ცრემლთა წყარონი, რომელიც ნათლისღების შემდეგ მოგვემადლება, ნათლისღებაზე უპირატესია, თუმც ეს სიტყვები რამდენადმე კადნიერად ჩანს. რადგან ნათლისღება ძველ ბოროტებათაგან განგვწმენდს, ხოლო ცრემლი ბანს იმ ცოდვასაც, რომელსაც ნათლობის შემდე... იხილეთ სრულად
როცა გლოვას შესძლებ, მთელი ძალით გაუფრთხილდი მას, რადგან ვიდრე მთლიანად გაითავისებდე, იკარგება და როგორც ცვილს ადვილად დაადნობს ცეცხლი, ასევე მასაც მითქმა-მოთქმა, ხორციელი ტკბობა და ზრუნვა გაადნობს, განსაკუთრებით მრავლისმეტყველება... იხილეთ სრულად
პირველნი მოწონების ღირსნი არიან; მეორენი - საქებარნი; მაგრამ ნეტარია იგი, ვინც მწუხარებას ეძიებს და ვისაც უპატიობა სწყურია, რადგან იგი ჭეშმარიტად უკვდავი საკვებით გაძღება.
მათი თვისება, ვინც გლოვა ახლად მოიპოვა და ნეტარ ტირილში წარმატება სურს, არის დაოკება და მდუმარება ბაგისა, ხოლო მათ ვინც ამას უკვე მიაღწია - ურისხველობა და არაბოროტმეხსიერება, ხოლო სრულყოფილთა სიმდაბლე, უპატიობის წყურვილი, ტანჯვის ... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი გლოვა არის მწუხარე სული, რომელიც მხურვალე გულით გლოვობს და გამუდმებულად ცრემლის ღვრა სწყურია, სულ მას ეძიებს და როცა გამოუჩნდება, მთელი ძალით მისდევს და მწუხარებითა და მოთქმით მიჰყვება, თუ ასეთი რამ არის - ე.ი. გლოვაა
გლოვა არის დავიწყება ბუნებისა, როგორც დავით წინასწარმეტყველს დაავიწყდა ჭამად პური თავისი და იგლოვა (ფს.101,5).
ჭეშმარიტად სოცარია, რომ რაღაც ამდაგვარი წარმართებმაც თქვეს. რადგან ისინიც თვლიდნენ, რომ სიბრძნისმოყვარება სიკვდილზე ფიქრში მდგომარეობს.