ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
ჭეშმარიტებაა, რომ წარმავალი მწუხარების დათმენით ქრისტიანები მომავალ საუკუნო სიხარულსა და განსვენებას შეიძენენ.
ყველა წმინდანმა ეს ცხოვრება დიდი ტანჯვით და ჭირთათმენით განვლო, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვას არ ჰქონდა მათი შეჭირვების უფლება. და მაინც, მათი ცხოვრება ხშირად ნამდვილი მოწამეობა იყო. რა პასუხისგება გველის ჩვენ, მრავალი ცოდვით დაცემ... იხილეთ სრულად
ღმერთო ჩემო, უფალო ჩვენო, ყველაზე უარესი ვნებისგან – ამპარტავნებისგან გვიხსენი, რომ წმინდა სიმდაბლის მეგზურობით უტკბესი სამოთხე დავიმკვიდროთ!
რა არის სამოთხე? ეს უჭკნობი ყვავილებითა და ღვთაებრივი სურნელებით აღსავსე ადგილია, ანგელოზებრივი განცხრომა, მარადიული პასექი, ღვთის სიყვარული, უფლის დაუდუმებელი დიდებისმეტყველება და საუკუნო ცხოვრება! ასე რომ, ამისთვის ღირს ბრძოლ... იხილეთ სრულად
სასუფეველში სულები ერთმანეთს მხიარულად ელაპარაკებიან. საუბრობენ, თუ როგორ განვლეს ამაო ცხოვრება, როგორ დააღწიეს ღვთის შეწევნით თავი ჯოჯოხეთს და განსასვენებლად უფლის ამ ნეტარ სამყოფელში მოხვდნენ. ისინი ღვთისადმი დაუსრულებელ მადლ... იხილეთ სრულად
ნეტავ ვიცოდეთ, რა არის სამოთხე! მისი მშვენიერების აღქმა ადამიანის გონებას არ შეუძლია! იქ ანგელოზთა და წმინდანთა გუნდები დაუსრულებლად გალობენ. იქ მარადიული, უსასრულო პასექია!
პავლე მოციქული შემდეგ ამბობს, რომ ადამიანი გონებით ვერასოდეს მიხვდება, თუ რა აქვს გამზადებული ღმერთს ცაში თავისი შვილებისთვის. ჭეშმარიტებაა, სამოთხის სულიერ სიამოვნებათა შესახებ რომ ვიცოდეთ, ყველაფერს მოვითმენდით მათ მოსაპოვებლად.... იხილეთ სრულად
სამოთხეში ისეთი სილამაზეა, რომლის მსგავსი ადამიანის თვალს არ უნახავს. არც კაცის ყურს სმენია ოდესმე ის უტკბესი, იადონის გალობაზე ბევრად კეთილხმოვანი ჰიმნები, რომლებსაც ანგელოზთა გუნდები სამოთხეში გალობენ.