სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
არაფერშია საჭირო უფლის შეწევნა ისე, როგორც ჩვენი ცხონების საქმეში, ვინაიდან არაფერში ვართ ისეთი სუსტები, როგორც - სიკეთის საქმეში.
განგების გზები ბურუსითაა მოცული და გონებისათვის მიუწვდომელია მათი ბედისწერა: მაგრამ სიკეთისმქმნელი ადამიანი შეიცნობს მათ.
ყოველნაირად ეცადე ადამიანთა მიმართ ბოროტებისაგან სული განიწმიდო. რამეთუ თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ შხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს. მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ადამი... იხილეთ სრულად
ბოროტება ყოველთვის მოქმედებს მოტყუებით, ეფარება რა კეთილს, მაგრამ სიკეთე თავის განსახორციელებლად არ საჭიროებს ბოროტებასთან ურთიერთობას და ამიტომ იქ, სადაც გამოჩნდება არაკეთილი საშუალებანი (მზაკვრობა, სიცრუე, ძალმომრეობა და ა.შ.) ი... იხილეთ სრულად
აბსოლუტურია მხოლოდ ღმერთი. ბოროტება არ არის რა თვითარსებული ყოფიერება, არამედ მხოლოდ წინააღმდეგობა თავისუფალი ქმნილებისა და დასაბამიერი ყოფიერების – ღმერთის მიმართ, არ შეიძლება იყოს აბსოლუტური. ამიტომაც ბოროტება სუფთა სახით არ არს... იხილეთ სრულად
ადამიანს თავისით არაფრით არ ძალუძს ჭეშმარიტად კეთილი შეიქნას, როგორადაც არ უნდა სურდეს ეს, თუკი მასში ღმერთი არ შესახლდება, რადგან არავინაა კეთილი და სახიერი, თვინიერ ღმერთისა მხოლოისა!
101. მარადის ისწრაფე წარმართებად კეთილთა შინა; რამეთუ რომელი მცირედსა მცირედსა ზედა დაჰრთვიდეს, მცირედსა შინა დიდსა სიმდიდრესა შეიკრებს მრავალთა მიერ საძიებელსა
732. რა უნდა იღონონ იმ ადამიანებმა, რომელთაც არ გააჩნიათ ბუნებრივი მიდრეკილება სიკეთის ქმნისადმი?
614. ვის ემსგავსება ისეთი ადამიანი, ვისაც არა აქვს მართალი სარწმუნოება, მაგრამ სიკეთეს აკეთებს?