მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
ვინც მოწეულ მწუხარებას წინააღუდგება, მან თავადაც არ იცის, რომ ღვთის ნებას ეწინააღმდეგება; ხოლო ვინც ჭეშმარიტი ცოდნით ღებულობს, საღმრთო წერილის თანახმად, ის ღმერთს დაითმენს.
წმინდა ისააკ ასური დაწვრილებით აღწერს როგორი თანმიმდევრობით შეჰყავს უფალს ადამიანი მეტ და მეტ განმწენდ მწუხარებებში და როგორ განახურვებს მასში სულის შემუსვრილებას. ჩვენი მხრივ, მხოლოდ ღმრთის კეთილი განგებულების რწმენა და მისგან გა... იხილეთ სრულად
წამალი გულისწყრომისა არს სიყვარული გინებისა და კდემისა, ხოლო გალობა და მოწყალება და უპოვარება მომაშთობელ არიან მწუხარებისა.
ცხონების მეცნიერებაში არის ერთი საქმიანობა, რომელსაც ღმერთთან ადამიანი უმოკლესი გზით მიჰყავს, ესაა მწუხარება ცოდვების გამო, მწუხარება ღვთისთვის... გამოცდილება და გულში მადლის მობერვა გვარწმუნებს, რომ სინანულის თბილი ცრემლებით განმ... იხილეთ სრულად
ყოველი მწუხარება იმის მამხილებელია, თუ საით მიიდრიკება ჩვენი ნება - ცუდისკენ თუ კარგისკენ. იმიტომ უწოდებენ შემთხვევით მწუხარებას განსაცდელს, რომ განსაცდელში მყოფის ფარულ სურვილებს გამოცდის.
სულს, მწუხარებათა გადატანისას, რამდენის დატევნაც შეუძლია, ღვთის წყალობასაც იმდენივეს იტევს.
სამწუხარო შემთხვევა გონიერს ღმერთს ახსენებს და თანაბარ მწუხარებას ჰგვრის მას, ვინც ღმერთი დაივიწყა.
ნუ ფიქრობ სათნოების მოპოვებას მწუხარების გარეშე, რამეთუ განსვენებაში მყოფნი გამოუცდელნი არიან.
ნუ დავმწუხრდებით მაშინ, როდესაც ცოდვით ვეცემით, არამედ ვიმწუხაროთ მაშინ, როდესაც ვრჩებით ცოდვაში, რადგან ეცემიან თვით სრულყოფილნიც, ხოლო ცოდვაში გამედგრება (ცოდვაში დარჩენა) - არის სრული სიკვდილი. წუხილი, რასაც დაცემის გამო განვიც... იხილეთ სრულად