სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
ქრისტიანი, სიამოვნებაზე უარის თქმით ან ნაკლულევანებით იტანჯება, ან თუ სიამოვნებას დაუშვებს, სინანულით უნდა დაიტანჯოს.
ქრისტიანული ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა - მუდმივი, სიცოცხლის დასასრულამდე სინანული.
ნათლისღების განმეორება არ შეიძლება. თუკი ერთხელ ვერ წარემატე, მაშინ მხოლოდ გულწრფელი სინანულითაა შესაძლებელი საქმის გამოსწორება და ნათლისღების საიდუმლოში მიღებული და შემდგომ შეცოდებათა გამო დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნება.
დაე, თითოეულმა უნებლიე მწუხარებამ გასწავლოს გახსოვდეს ღმერთი და აღარასდროს გექნება სინანულის ნაკლებობა.
შეუძლებელია, რომ ცეცხლი წყალში ენთოს, ასევე შუძლებელია სინანული - მარხვის გარეშე.
როგორც კი ადამიანი მისთვის მიცემულ კეთილსასურველ შესაძლებლობას გამოიყენებს – ღმერთსა და მომავალ მარადიულ ცხოვრებას ირწმუნებს, ანუ, როცა ცხოვრების უღრმეს აზრს ჩაწვდება, მონანული გარდაქმნის მას და მაშინვე მოვა მასთან საღვთო ნუგეში ღ... იხილეთ სრულად
სინანულის გრძნობა იფარავს მლოცველს ეშმაკის ყველა მზაკვრობისაგან; ეშმაკი გაურბის იმ მოღვაწეებს, რომლებიც სიმდაბლის სურნელებას გამოსცემენ. ეს სურნელება მონანულთა გულებში იშვება.
ლოცვა სინანულის გრძნობის გარეშე – ეს არა მოწიწებული საუბარი, არამედ თავხედური გამოწვევაა ღმერთისა. უფალი წმიდაა, ჩვენ კი ცოდვილნი, ამიტომ მივუახლოვდეთ ალს და არ დავიწვათ, ეს მხოლოდ სინანულის მეშვეობით შეგვიძლია.
ძველ ეკლესიაში არსებობდა საზოგადო სინანულის წესი „დაცემულთათვის“, რომლებმაც ვერ შეინარჩუნეს რწმენა დევნილობის დროს. ამ წესის თანახმად მონანულები ოთხ ჯგუფად ნაწილდებოდნენ: ა) „მოტირალნი“ – მათ არ ჰქონდათ საზოგადო ღვთისმსახურე... იხილეთ სრულად