როცა ეშმაკია გულში, საოცარი სიმძიმე დევს მკერდში. სული წუხს და ბნელდება: ყველაფერი აღიზიანებს, არანაირი სიკეთე არ დაენახება. სხვების სიტყვასა და საქციელს მრუდედ ხსნის და ასე ჰგონია, რომ ყველაფერი ბოროტი განზრახვით, მისი წინააღმდეგ...
იხილეთ სრულად
როცა ეშმაკია გულში, საოცარი სიმძიმე დევს მკერდში. სული წუხს და ბნელდება: ყველაფერი აღიზიანებს, არანაირი სიკეთე არ დაენახება. სხვების სიტყვასა და საქციელს მრუდედ ხსნის და ასე ჰგონია, რომ ყველაფერი ბოროტი განზრახვით, მისი წინააღმდეგაა მიმართული, ამიტომ სძულს მავანი, დაუცხრომელ სიძულვილს გრძნობს მის მიმართ და შურისძიებას ლამობს. "ნაყოფთა სამე მათთაგან იცნნეთ იგინი" (მათ.7,20), დღეები ყოფილა, ბოროტ სულს ძლიერ შემოუტევია.
ურიცხვი და მრავალფეროვანი გზებით მიძვრება ეშმაკი კაცის სულში, ღმერთისაგან აშორებს მას და თავისი ბნელი, მოძულე, მომაკვდინებელი არსებით უტევს, ავიწროებს. ვნების ერთი გამოძრავება კმარა და უმალ ეხსნება გზა სულისაკენ, არ გამოეპარება შო...
იხილეთ სრულად
ურიცხვი და მრავალფეროვანი გზებით მიძვრება ეშმაკი კაცის სულში, ღმერთისაგან აშორებს მას და თავისი ბნელი, მოძულე, მომაკვდინებელი არსებით უტევს, ავიწროებს. ვნების ერთი გამოძრავება კმარა და უმალ ეხსნება გზა სულისაკენ, არ გამოეპარება შოგ შეღწევის უმცირესი საშუალებაც კი. ზუსტად ასევე, უამრავია გზა, რომლითაც სული წმიდა მკვიდრდება სულში: გზა რწფელი სარწმუნოებისა, გულითადი სიმდაბლე, გულითადი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა და ა.შ. მაგრამ მთელი უბედურება ისაა...