მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები
მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები მორჩილება, გამონათქვამები, ციტატები
ნუ შეიმოსები მხოლოდ ფოთლებით, არამედ ღრმად გაიდგი ფესვები, რათა წყარო იპოვო, როგორც ამას ჭადარი აკეთებს. ისე, რომ განუწყვეტლივ აღმოივსებდე წყალს და იზრდებოდე. რათა, როცა გვალვა დაგიდგება, არანაირი ცვალება არ განიცადო, რადგან საკუთ... იხილეთ სრულად
უბედურებაა, როცა ადამიანის გული გამაძღარი და კმაყოფილია, ხოლო როცა იგი მშიერია და გლახაკი, ეს უფრო კარგია. კლახაკი ძლიერი ყინვის დროსაც კარგად დარბის და მათხოვრობს. წავიდოდა სამათხოვროდ, პურის ნატეხი რომ ჰქონოდა? როცა უბედურე... იხილეთ სრულად
მრავალ არს მადლი მორჩილთაი, ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმედ: დიდ არს ნაყოფი მორჩილებისაი და ნეტარ არს, რომელმან მოიგოს იგი
რომლისა თანა არს მორჩილებაი, უკუეთუ რასმე ებრძანის, არა ურჩ ექმნის და, თუ ვინმე შეჰრისხნის, არა აღშფოთნის. და, თუ იგინის, არა სიტყუა-უგის, რამეთუ განმზადებულ არნ ყოველსავე საქმესა კეთილისასა საქმედ. ყოველი განსაცდელი, რომელი მიიწი... იხილეთ სრულად
ნეტარ არს ჭეშმარიტად კაცი მორჩილი და უზაკველი, რამეთუ მსგავს არს იგი მოძღუარსა თვისსა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელი-იგი მორჩილ იქმნავე სიკუდიდმდე. ნეტარ არს, რომელმან მოიგო მორცილებაი, რამეთუ მან მოიგო სიმდიდრე პატიოსანი
ჭეშმარიტმა უცხოობამ, მორჩილებამ და დუმილმა მრავალი შეუძლებელი რამ შესაძლებლად აქცია და მრავალი განუკურნებელი განკურნა
როგორც ყოველი ნაყოფი წარმოიქმნება ყვავილისგან, ასევე ყოველგვარ მორჩილებას სოფლისგან განდგომა უძღვის წინ - სხეულით ან ნებით. ამ ორ სათნოებათაგან (ე. ი. სოფლისგან განდგომით და საკუთარი ნების მოკვეთით) უმეტესად ღირებული მორჩილებაა - ... იხილეთ სრულად
ნუ დავაყოვნებთ და თუ საჭიროა, ამ სიტყვაში ავხსნათ ამ მამაც მხედართა ბრძოლის სახენი: თუ როგორ უპყრიათ მათ ღვთისა და მოძღვრის მიმართ ფარი სარწმუნოებისა და მისი საშუალებით იგერიებენ ურწმუნოებისა და სხვა ადგილას გადასახლების ყოველ გა... იხილეთ სრულად
მორჩილება საკუთარი სულის სრული უარყოფაა, რომელიც ხორციელი მოქმედებით გამოიხატება. ანდა პირიქით, მორჩილება ხორციელ ასოთა მოკვდინებაა ცოცხალი გონებისმიერ
მორჩილება არის მოქმედება განსაცდელის გარეშე, თვითნებური სიკვდილი, ცნობისმოყვარეობის გარეშე ცხოვრება, ჭირის უდარდელად გადატანა, ღვთის წინაშე უზრუნველი სიტყვისგება, სიკვდილი უშიშარი, უსაფრთხო ცურვა, მოგზაურობა - ძილში