სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
"ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ". სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს დაგანახებს!
მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები:
მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.
იქნება გეგონოს, ვინც კაი საქმეს ჰშვრება, სახელისთვის ჰშვრება? არა, სახელი თავისთავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. მართალია, არიან ამისთანა კაცები, რომელნიც სიკეთეს იქმოდნენ მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშ... იხილეთ სრულად
ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების,
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.
შენს საქმეზედ იყავ ბეჯითი, გულმოდგინე, ერთგული, რომ ღმერთიც მადლობელი იყოს და კაციც: რასაც ვიკისრებთ, ის უნდა ავასრულოთ კიდეც. ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაიკაცობით არის ნაშოვნი... არაკაცი იმოდენა სიკეთეს არ მოგცემს, რამოდენადა... იხილეთ სრულად
47. ყოველგვარი სიკეთე ღვთის განგებულებით მოდის, ხოლო ფარულად მიდის უმადურებისაგან, უგუნურებისა და დაუდევრებისაგან
3. ყოველგვარი სიკეთე ღმერთისგან გვეძლევა და ვისაც ამგვარად სწამს, არასდროს მოაკლდება ის
2. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის ყოველგვარი სიკეთის თავი, შუაგული და ბოლო. ხოლო სიკეთის რწმუნება თუ ქმნა შეუძლებელია სხვაგვარად, თუ არა ქრისტესა და სულიწმინდაში