სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

როცა ჩვენს გულში ქრისტეს სიყვარული არ არის, მაშინ ჩვენ არაფრის გაკეთება არ ძალგვიძს და ვემსგავსებით ხომალდს, რომელსაც ძრავებისთვის საწვავი გამოელია. ყოველთვის სიყვარულით მოვიგონოთ ქრისტე; მაშინ ჩვენი გული ათრთოლდება სიხარულისაგან. როცა ჩვენს გულში ქრისტეს სიყვარული არ არის

რასაც ღმერთს არ ვაძლევთ გამოსაყენებლად, იმას იყენებს სხვა. ამიტომაც მოგვცა უფალმა მცნება, - გიყვარდეს იგი მთელი სულით და გულით, რათა ეშმაკმა ვერ ჰპოვოს შენში ვერც ადგილი, ვერც მოსვენება. რასაც ღმერთს არ ვაძლევთ გამოსაყენებლად, იმას

მოყვასისადმი სიყვარულში მდგომარეობს ჩვენი სიყვარული ქრისტესადმი, ღვთისმშობლისა და წმინდანთა თაყვანისცემაში მდგომარეობს ჩვენი კეთილკრძალული თაყვანისცემა ქრისტესადმი. მოყვასისადმი სიყვარულში მდგომარეობს ჩვენი

თუ სულიერი მდგომარეობის შემდეგ, რომელიც აღქმული არის როგორც ღვთის ჭვრეტა და ღმერთთან ურთიერთობა, არ არის სიყვარული მტრების მიმართ, ამასთანავე ყველა ქნილების მიმართ, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ჭვრეტა იყო არა ჭეშმარიტი, ე. ი. არა ჭეშმარიტ ღმერთში; ჭვრეტაში აღტაცება ადამიანთან შეიძლება მოვიდეს უწინარეს იმისა, სანამ ის მისცემდეს თავის თავს ანგარიშს ამაში. თვით აღტაცების მდგომარეობაში, მაშინაც კი, როცა იგი არაა ღმერთისგან, ადამიანმა შეიძლება ვერ გაიგოს რა მოუვიდა მას და თუ ჭვრეტის შემდეგ (ნაყოფად) “დაბრუნებისას” გამოვლინდა სიამაყე და ადამიანის და სამყაროს ბედისადმი გულგრილობა, ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ ჭვრეტა იყო ცრუ და ყალბი. ქრისტეს ორივე მცნება, ე.ი. ღვთისადმი და მოყვასისადმი სიყვარულის შესახებ, შეადგენს ერთიან ცხოვრებას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ის ცხოვრობს ღმერთში და უყვარს ღმერთი, ხოლო ძმა თავისი არა, იგი იმყოფება ცდომილებაში. ასე რომ, მეორე მცნება გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას შევამოწმოთ, რამდენად ჭეშმარიტად ვცხოვრობთ ჩვენ ჭეშმარიტ ღმერთში. თუ სულიერი მდგომარეობის შემდეგ, რომელიც

თუ თქვენ განუწყვეტლივ ფიქრობთ უფალზე, მაშ, გიყვართ იგი; ხოლო, თუ არ ფიქრობთ, ან მცირედ ფიქრობთ, მაშინ არ გიყვართ, ან მცირედ გიყვართ იგი. თუკი მოშურნე ხართ, რომ ყველაფერში ასიამოვნოთ უფალს და ზუსტად ასრულებთ მის ნებას, რაც მის წმინდა მცნებებშია გამოხატული, მაშ გიყვართ იგი; ხოლო თუ არა გაქვთ მოშურნეობა, ან მცირედ გაქვთ, მაშ არ გიყვართ ან მცირედ გიყვართ იგი. თუ ღვთისადმი თბილი გრძნობა გაქვთ ისე, რომ მისი სახელის ერთ ხსენებაზეც კი თქვენი გული სულიერი სიტკბოთი ივსება, მაშ გიყვართ იგი; ხოლო თუ არა გაქვთ, ან მცირედ გაქვთ ეს გრძნობა, მაშინ არ გიყვართ ან მცირედ გიყვართ იგი. თუკი გულში ღრმა რწმენას ატარებთ, რომ უფალი ა თქვენი ღმერთი და თქვენ მისი ხართ და რომ იგი არასოდეს მიგატოვებთ თქვენ, არც ამ ცხოვრებაში, არც მომავალ ცხოვრებაში, რწმენას, რომელიც არის სიყვარულის ნაყოფი და შედეგი, მაშ გიყვართ იგი; ხოლო თუ არ არის იგი თქვენში, ან მცირედ არის, მაშ არ გიყვართ ანდა მცირედ გიყვართ იგი. თუ თქვენ მზად ხართ, სიცოცხლე გაწიროთ უფლისათვის და ვერ ითმენთ, როცა ვინმე ღვთის საწინააღმდეგოს ფიქრობს, ამბობს ან აკეთებს; თუკი ზრუნავთ უფლის საქმეებზე, მის წმინდა ეკლესიაზე და ყველაფერზე, რაც საჭიროა ჩვენი ცხონებისათვის, და ცდილობთ ყოველგვარი ზიანი აშოროთ მას, თუკი გახარებთ დედამიწაზე ქრისტეს სახელის დიდების გაზრდა, მისი ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცება და გავრცელება, ხოლო ყველაფერი ამის საწინააღმდეგო გაშფოთებთ და გაწუხებთ, მაშ გიყვართ იგი; ხოლო თუ ეს არ არის თქვენში, ან მცირედ არის, მაშ თქვენ არ გიყვართ იგი, ან მცირედ გიყვართ. თუ თქვენ განუწყვეტლივ ფიქრობთ უფალზე, მაშ

თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუა, რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?
და ეს მცნება გვაქვს მისგან: ვისაც უყვარს ღმერთი, უნდა უყვარდეს თავისი ძმაც.
თ. 3-5 თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ

თუ გულწრფელად შეიყვარებ უფალს და განმტკიცდები ამ სიყვარულში, ვერანაირი ვნება ვერ დაგეუფლება. თუ გულწრფელად შეიყვარებ უფალს და განმტკიცდები

ვისაც უყვარს ღმერთი სულიწმიდით, მას აუცილებლად უყვარს ღმერთის ყველა ქმნილება, უპირველეს ყოვლისა კი ადამიანი. ვისაც უყვარს ღმერთი სულიწმიდით, მას

გული გვეტყვის გვიყვარს თუ არა ღმერთი. როგორც ადამიანთაგან ვინმე თუ გვიყვარს, მისადმი თბილი გრძნობა გვანიშნებს სიყვარულის არსებობაზე ჩვენში, ასევე ღვთისადმი სიყვარულის არსებობას გვაგრძნობინებს ჩვენი გულისა და აზრების უფლისაკენ სწრაფვა და მისადმი თბილი ყურადღება. ვისაც ვინ უყვარს, ცდილობს ყველაფრით ასიამოვნოს მას, გამოიცნოს მისი სურვილები და შეასრულოს ისინი. ვისაც ვინ უყვარს, იგი ყველაფერში ეყრდნობა მას და დარწმუნებულია, რომ ეს უკანასკნელი არ მიატოვებს მას. ვისაც ვინ უყვარს, თავის თავს მას აკუთვნებს, ხოლო მის თავს თავად ისაკუთრებს. ვისაც ვინ უყვარს, დგება კიდეც მის მხარეზე და არავის არ აძლევს ნებას არათუ გაუკეთოს, არამედ რაიმე თქვას მისი საწინააღმდეგო. ვისაც ვინ უყვარს, იმის საქმეებზე ზრუნავს და ცდილობს ყოველგვარი ზარალი ააცილოს მათგან. ვისაც ვინ უყვარს, მას ადიდებს და ხარობს, როდესაც თავისი საყვარელი არსების სახელი იდიდება ყველგან. ჩვენში ჩვეულებრივი სიყვარულის ამგვარი ქმედებებით იმსჯელეთ ღვთისადმი სიყვარულზეც. გული გვეტყვის გვიყვარს თუ არა ღმერთი. როგორც

გსურს ძლიერ გიყვარდეს ადამიანი? ძლიერ შეიყვარე ჩვენი ქრისტე და მაშინ დაინახავ, როგორ გიყვარს ადამიანები, თუნდაც ვერ ხედავდე მათ. ის სიყვარული, რომლის საფუძველი ჩვენი ქრისტეს სიყვარულია, ჭეშმარიტია და ძლიერი. ძლიერ შეიყვარე ჩვენი ქრისტე. გსურს ძლიერ გიყვარდეს ადამიანი? შეიყვარე

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2