ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
სინანულის გამოვლენის მეორე საფეხურზე ადამიანი ცხოვრების შეცვლის გადაწყვეტილებას იღებს. ცხოვრების შეცვლა! სათქმელადაა ადვილი, ხოლო განხორციელება მისი მეტად ძნელია. უპირველეს ყოვლისა, უფალს გონების განკურნება და ჩვენი ფიქრის სიკე... იხილეთ სრულად
შენ არათუ უნდა ხედავდე შენში არსებულ ცოდვას, არამედ უნდა გძულდეს იგი და ებრძოდე, ხოლო თუ ცოდვა არ გაღელვებს და დაუმეგობრდი მას, მაშ იცოდე, სული შენი განსაცდელშია და მარადიული სიკვდილის საფრთხე ემუქრება.
ყოველი ადამიანი ღვთის ხატებაა და უფლის ბეჭედი ყველაზე დაცემული მდგომარეობიდან წმიდანად და დიდ მოღვაწედ ამაღლების შესაძლებლობას აძლევს, რა თქმა უნდა, თუ ამას თვითონ მოინდომებს.
ცოდვა მძიმე ტვირთად აწვება არა მარტო ბოროტების ჩამდენთ, არამედ მათ შვილებს, ახლობლებსა და შთამომავლობას.
ეკლესიის მთავარი არსი იმაშია, რომ აქ მღვდლის საშუალებით ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, ყველა ჩვენი უწმინდურების მიზეზის - ცოდვისგან განთავისუფლებისა;
ადამიანი, რაც უფრო მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, მით უკეთ ხედავს თავის თავს და აქედან გამომდინარე - თავის ცოდვებსაც, (უცოდველი არავინაა) და ეუფლება გრძნობა სინანულისა და სურვილი გამოსწორებისა.
უფალმა კაცი ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა, მაგრამ დაცემის შემდეგ ადამიანის სუფთა სულს შეერია სხვადასხვა ცოდვა და დაბინდა იგი. ის, ვინც შეძლებს ცოდგათაგან განწმენდას, ხდება თავისუფალი, თავისი თავის უფალი, ღვთის მსგავსებით შექმნილ... იხილეთ სრულად
როცა დავთრგუნავთ ცოდვით დაცემის გამო ღვთისა და მოყვასისადმი დაპირისპირების მანკიერ ჩვევას, ვიგრძნობთ, რომ "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" (გალატ. 2,20) და მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას, რომელსაც ვერავინ ... იხილეთ სრულად
ძე ღვთისა იქმნა ძე კაცისა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, რათა თვისი მსხვერპლშეწირული სიყვარულითა და თავგანწირვით ცოდვისგან ეხსნა მსოფლიო, განეწმიდა და კვლავ ღვთის მადლით შეემოსა იგი.
დარღვეულია მშვიდობა ჩვენს სულში, დარღვეულია მშვიდობა ჩვენს გარშემო; ამის მიზეზი ცოდვაა და ღმერთთან კავშირის დაკარგვა.