აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები
აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები აღზრდა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ნუ გგონია, ძმაო ჩემო, რომელ ცოდვა და მადლი, კეთილი ანუ ბოროტი ზნეობა, კარგნი ანუ ავნი მიდრეკილებანი ადამიანის გულში გაჩნდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი არის მოსული ჰასაკსა შინა? არა, თითქმის იჟამითგანვე, ოდეს შვილნი შენნი არის ჩჩ... იხილეთ სრულად
იმ სახით აღზრდა შვილისა, რომ ყოველთვინ მან იქონიოს კეთილი ხასიათი, არის ფრიად მძიმე და ძნელი საქმე და მოითხოვს დიდსა და გაუწყვეტელსა მეცადინეობასა მშობელთაგან.
რომელთა უვიან ძენი და ასულნი და უყვარან იგინი, ადრითგანვე იფიქრონ სწავლა და აღზრდა მათი; ადრითგანვე დანერგონ გულთა შინა მათთა ყოველი კეთილი ზნეობა და ჩვეულება.
კეთილი და გონიერი მამა, ვიდრემდის შვილნი მისნი არიან წვრილნი, თვითონ უყურებს მათ და ცდილობს, რომ დანერგოს მათს გულში სიყვარული და ერთობა. იგი თვითონვე დაისვამს მათ თავის მუხლზედ, ასწავლის ლოცვებს, შეაგონებს ერთობასა და სიყვარულსა,... იხილეთ სრულად
ცალკე უნდა შეიქმნას აღზრდის პროგრამა, რაც გულისხმობს ურთიერთობების კულტურასა და ქცევის წესებს.
ყმაწვილების სკოლაში შეყვანით ოჯახი მათი რელიგიური-ზნეობრივი აღზრდის მოვალეობისაგან სრულიადაც არ თავისუფლდება, ის ისევ უმთავრეს აღმზრდელ წრედ რჩება. ბავშვები მომეტებულად ოჯახში იმყოფებიან, და ზნეობრივი ცხოვრების ცხად-ყოფისათვის მოხ... იხილეთ სრულად
ყველაზე დიდი და მნიშველოვანი საქმე ღვთისა და ერის წინაშე ქალისთვის არის სათნო, მორწმუნე-კეთილისმყოფელი ბავშვების აღზრდა.
ქართველმა დედამ უნდა აღზარდოს შვილი იმგვარად, როგორც გვასწავლიდა ერის მამა, ილია ჭავჭავაძე: "დედავ, ისმინე ქართვლის ვედრება: ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება, უკან რჩეს კვალი განათლებული!"