აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები
აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები აღზრდა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
კეთილი და გონიერი მამა, ვიდრემდის შვილნი მისნი არიან წვრილნი, თვითონ უყურებს მათ და ცდილობს, რომ დანერგოს მათს გულში სიყვარული და ერთობა. იგი თვითონვე დაისვამს მათ თავის მუხლზედ, ასწავლის ლოცვებს, შეაგონებს ერთობასა და სიყვარულსა,... იხილეთ სრულად
ცალკე უნდა შეიქმნას აღზრდის პროგრამა, რაც გულისხმობს ურთიერთობების კულტურასა და ქცევის წესებს.
ყმაწვილების სკოლაში შეყვანით ოჯახი მათი რელიგიური-ზნეობრივი აღზრდის მოვალეობისაგან სრულიადაც არ თავისუფლდება, ის ისევ უმთავრეს აღმზრდელ წრედ რჩება. ბავშვები მომეტებულად ოჯახში იმყოფებიან, და ზნეობრივი ცხოვრების ცხად-ყოფისათვის მოხ... იხილეთ სრულად
ყველაზე დიდი და მნიშველოვანი საქმე ღვთისა და ერის წინაშე ქალისთვის არის სათნო, მორწმუნე-კეთილისმყოფელი ბავშვების აღზრდა.
ქართველმა დედამ უნდა აღზარდოს შვილი იმგვარად, როგორც გვასწავლიდა ერის მამა, ილია ჭავჭავაძე: "დედავ, ისმინე ქართვლის ვედრება: ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება, უკან რჩეს კვალი განათლებული!"
ქართველებს დღეს ბავშვები შეყავთ ფრანგულ ან ამერიკულ სკოლებში ლამის, დაბადებიდან ლამის ასწავლიან უცხო ენას, იგი უცხო ენაზე იწყებს აზროვნებას, უცხო ენაზე უყალიბდება მსოფლმხედველობა. ის ქართველად არ გაიზრდება. შეიძლება გარეგანი ნიშნე... იხილეთ სრულად
უკმარისობა მშობლის მზრუნველობისა და ალერსისა ბავშვის გულში რჩება. შემდგომში ამის გამო ადამიანი უხეშდება და იგი, უპირველეს ყოვლისა, უხეში ხდება საკუთარი მშობლების მიმართ.