თავდაპირველად სულიერი ნებისა და ხორციელ ასოთა მოკვდინება მეტად დიდ მწუხარებას იწვევს; შუა პერიოდი ზოგჯერ მწუხარებითაა სავსე. ზოგჯერ - ზოგჯერ სრულიად არასამწუხარო, ხოლო დასასრულს უკვე აღარანაირი განცდა და აღძვრა მწუხარებისა აღარ იგ...
იხილეთ სრულად
თავდაპირველად სულიერი ნებისა და ხორციელ ასოთა მოკვდინება მეტად დიდ მწუხარებას იწვევს; შუა პერიოდი ზოგჯერ მწუხარებითაა სავსე. ზოგჯერ - ზოგჯერ სრულიად არასამწუხარო, ხოლო დასასრულს უკვე აღარანაირი განცდა და აღძვრა მწუხარებისა აღარ იგრძნობა. მაშინ ამ ნეტარი და ცხოველი მივცალებულის გულისტკივილსა და მწუხარებას იწვევს ის, როცა ხედავს, როგორ აღასრულებენ პირად ნებას, რადგან საკუთარი სასჯელის ტვირთი აშინებს
ჰოი თქვენ, ვინც ამ სულიერი ტანჯვის ასპარეზზე აპირებთ გასვლას, თქვენ, ვისაც ქრისტეს უღლის ტვირთვა გსურთ, თქვენ, ვისაც გინდათ, რომ ამიერიდან თქვენი უღელი სხვის ქედზე გადადოთ, ნებსით მონობას ესწრაფით, რათა მის ნაცვლად ჭეშმარიტი თავის...
იხილეთ სრულად
ჰოი თქვენ, ვინც ამ სულიერი ტანჯვის ასპარეზზე აპირებთ გასვლას, თქვენ, ვისაც ქრისტეს უღლის ტვირთვა გსურთ, თქვენ, ვისაც გინდათ, რომ ამიერიდან თქვენი უღელი სხვის ქედზე გადადოთ, ნებსით მონობას ესწრაფით, რათა მის ნაცვლად ჭეშმარიტი თავისუფლება მოიპოვოთ. თქვენ, ვინც ამ უდიდესი მორევის გადაცურვას სხვათა ხელზე დაყრდნობით ცდილობთ, იცოდეთ, რომ თქვენ მოკლე, მაგრამ უმკაცრეს გზას იგემებთ, რომელზედაც არსებობს მხოლოდ ერთი საცდური. მას თვითნებობა ეწოდება. ვინც სრუ...
როდესაც ჩვენ უმანკოების განზრახვითა და გონიერებით გვსურს, ღვთისთვის მორჩილება ვიტვირთოთ და ჩვენი სხნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე სხვას მივანდოთ, მაშინ ამ გზაზე შედგომამდე, თუ ცოტაოდენი გამჭრიახობა და განსჯის უნარი გვაქვს, უნდა გამოვც...
იხილეთ სრულად
როდესაც ჩვენ უმანკოების განზრახვითა და გონიერებით გვსურს, ღვთისთვის მორჩილება ვიტვირთოთ და ჩვენი სხნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე სხვას მივანდოთ, მაშინ ამ გზაზე შედგომამდე, თუ ცოტაოდენი გამჭრიახობა და განსჯის უნარი გვაქვს, უნდა გამოვცადოთ, დავაკვირდეთ და, ასე ვთქვათ, გამოვიკვლიოთ ის მესაჭე, რათა შემდეგ მესაჭის ნაცვლად არ შეგვრჩეს უბრალო მენიჩბე, ექიმის ნაცვლად - სნეული, სრული უვნებელობით აღსავსე ადამიანის ნაცვლად - კაცი ვნებული, ნავსაყუდელის ნაცვლად ...
მათ, ვისაც სურთ, წინამძღვრებისადმი რწმენა შეურყევლად შეინარჩუნონ, აუცილებელია, რომ დაუვიწყებლად და წარუხოცელად დაიმარხონ გულში მათი სათნოებანი და მათი გამუდმებული გახსენებით პირიდაუხშონ ეშმაკებს, როდესაც ისინი ურწმუნოებით აღგვძრავ...
იხილეთ სრულად
მათ, ვისაც სურთ, წინამძღვრებისადმი რწმენა შეურყევლად შეინარჩუნონ, აუცილებელია, რომ დაუვიწყებლად და წარუხოცელად დაიმარხონ გულში მათი სათნოებანი და მათი გამუდმებული გახსენებით პირიდაუხშონ ეშმაკებს, როდესაც ისინი ურწმუნოებით აღგვძრავენ მათ წინააღმდეგ. იმიტომ რომ, რამდენადაც სარწმუნოება გამრავლდება მათ გულებში, იმდენადვე ხორცი წარმატებულ კეთილმსახურებას შესძლებს. ხოლო ვინც ურწმუნოების ლოდმა დააბრკოლა, იგი უკვე დაეცა. ურწმუნოების ლოდმა დააბრკოლა, იგი ...
როდესაც განზრახვა მიგიზიდავს, რომ გამოსცადო, ან განსაჯო შენი წინამძღვარი, როგორც სიძვას, ისე გაექეცი მას; ამ გველს არ შეუდრკე, ნუ მისცემ ადგილს, ნურც კარს გაუღებ, არამედ უთხარ მას: - ჰოი მაცდურო! მე კი არ უნდა განვსაჯო წინამძღვარი...
იხილეთ სრულად
როდესაც განზრახვა მიგიზიდავს, რომ გამოსცადო, ან განსაჯო შენი წინამძღვარი, როგორც სიძვას, ისე გაექეცი მას; ამ გველს არ შეუდრკე, ნუ მისცემ ადგილს, ნურც კარს გაუღებ, არამედ უთხარ მას: - ჰოი მაცდურო! მე კი არ უნდა განვსაჯო წინამძღვარი, მან თავად უნდა განმსაჯოს მე; მე კი არა ვარ მისი მსაჯული, არამედ - ისაა ჩემი
მამები ფსალმუნთა გალობას უწოდებენ იარაღს, ლოცვას - გალავანს, უმანკო ცრემლს - საბანელს, ხოლო ნეტარ მორჩილებას მათ უწოდეს აღმსარებლობა, რომლის გარეშე ცოდვითა და ვნებით შობილი ღვთის პირს ვერ იხილავს
მორჩილი საკუთარ თავს თვითონ გამოუტანს სასჯელს, რადგან თუ იგი ღვთის სახელით სრულ მორჩილებაშია, მაშინ, თუმცა თვითონ თავს სრულად მორჩილად არ თვლის, მაგრამ თვითგანსჯისაგან (ე. ი. სინდისის მხილებისაგან) თავისუფალია. თუ ის რაიმეში თავის...
იხილეთ სრულად
მორჩილი საკუთარ თავს თვითონ გამოუტანს სასჯელს, რადგან თუ იგი ღვთის სახელით სრულ მორჩილებაშია, მაშინ, თუმცა თვითონ თავს სრულად მორჩილად არ თვლის, მაგრამ თვითგანსჯისაგან (ე. ი. სინდისის მხილებისაგან) თავისუფალია. თუ ის რაიმეში თავის ნებას მისდევს, მაშინ შეიძლება ეგონოს კიდეც, რომ მორჩილებაშია, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ ტვირთს თავად ზიდავს. კარგი იქნებოდა, წინამძღვარი არ წყვეტდეს მის მხილებას, მაგრამ თუ იგი დადუმდება, მაშინ უკვე აღარ ვიცი, რა უნდა...
პირველ რიგში, ჩვენი კეთილი მსაჯულის წინაშე განმარტოებით ვაღიარებთ ცოდვებს; თუ დაგვაკისრებს - ყველას წინაშეც, რადგან განცხადებული წყლულები მეტად აღარ გაღრმავდება, არამედ - განიკურნება