ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
776. როდესაც რაღაცას უსამართლოდ ვაკეთებ და შემდეგ გამოსწორებას ვიწყებ, აზრებში ვქედმაღლობ და ასე მგონია, თითქოს რაღაც სიკეთეს ვაკეთებ. რა უნდა ვუპასუხო აზრებს ასეთ შემთხვევაში?
771. ერში მყავს ახლობლები. ზოგი მათგანი წარჩინებულია და აქ იმყოფება, ხოლო სხვები მდაბიონი არიან და აქედან შორს ცხოვრობენ, თუმცა ზოგჯერ ჩვენს სანახავად მოდიან. მათი მოსვლის დროს თუ ვინმე მკითხავს, ვინ არიან ისინი, სიმართლე ვუთხრა, თუ გავჩუმდე? რადგან, თუ ვეტყვი, ეს გაანაწყენებს აქაურ ახლობლებს, რომლებსაც ამის გამო ღირსების შელახვისა რცხვენიათ იხილეთ სრულად
697. როდესაც ვინმეს წმინდა მამების ცხოვრებაზე და მათ პასუხებზე ვესაუბრები, ქედმაღლობას ვგრძნობ. მითხარი: როგორ ვისაუბრო სიმდაბლით? ვის ვესაუბრო და რა მიზნით?
ამპარტავნება სულის სრული სიღატაკეა, რადგან სიზმარსა და წყვდიადში თავს მდიდრად წარმოიდგენს, მაგრამ, როდესაც გაიღვიძებს და ნათელს იხილავს, მაშინ მიხვდება, რომ პურიც კი არ ჰქონია.
თავმაღლობა ცოდვების დავიწყებას იწვევს, რადგან მათი გახსენება სიმდაბლის მომტანია
10. საკუთარ თავს მდაბლად მიიჩნევენ, ხოლო ამპარტავნებისგან ძლეულნი მისით აღივსებიან.
ოცდამეორე საფეხური. ვისაც პატივმოყვარეობა არ იპყრობს, მას ვერ დაამარცხებს უგუნური ამპარტავნება, რომელიც ღმერთის მტერი და მოძულეა.
ყველა მშიშარა ამპარტავანია, მაგრამ ყველა უშიშარი მდაბალი არ არის, რადგან ავაზაკები და საფლავის მბზარავები ადვილად არ კრთიან