ღირსეული პიროვნებები ჩვენთან სათანადოდ არ არიან დაფასებულნი. მათ ნაცვლად წინ წამოწეული არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანი არაფერი აქვთ გაკეთებული (ყოველ შემთხვევაში დღეისათვის), ან ისინი, რომელნიც უგულებელყოფენ სულიერ ...
იხილეთ სრულად
ღირსეული პიროვნებები ჩვენთან სათანადოდ არ არიან დაფასებულნი. მათ ნაცვლად წინ წამოწეული არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანი არაფერი აქვთ გაკეთებული (ყოველ შემთხვევაში დღეისათვის), ან ისინი, რომელნიც უგულებელყოფენ სულიერ ღირებულებებს. ახალგაზრდები უფრო იცნობენ ტელეშოუების გმირებს, ვიდრე მათივე თაობის ნიჭიერ პოეტებს, მხატვრებს, კულტურის მოღვაწეთ, მეცნიერებს და, ზოგადად, ღირსეულ ადამიანებს. ეს ძირითადად მასმედიისგან მომდინარე ნაკლია და იგი...
ნარკომანი არის ავადმყოფი, საცოდავი, ლაჩარი, სუსტი ადამიანი, რომელიც ეშმაკის ბადეშია მოხვედრილი და, ნარკოტიკზე მიჯაჭვულობის გამო, ხშირად ბოროტებასაც სჩადის, ციხეში ხვდება და თავის მდგომარეობას კიდევ უფრო იმძიმებს.
მეცნიერებასა და განათლებას ქვეყნის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწავლის პროცესში ხდება მომავალი თაობის ფორმირება პიროვნებებად. ამიტომაც სკოლა და, ზოგადად, სასწავლებელი მარტო ცოდნას კი არ უნდა აძლევდეს მოზ...
იხილეთ სრულად
მეცნიერებასა და განათლებას ქვეყნის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწავლის პროცესში ხდება მომავალი თაობის ფორმირება პიროვნებებად. ამიტომაც სკოლა და, ზოგადად, სასწავლებელი მარტო ცოდნას კი არ უნდა აძლევდეს მოზარდს, არამედ მან უნდა აღზარდოს იგი და თავისი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოაყალიბოს.
საქართველო კვლავაც აუცილებლად გადარჩება და განბრწყინდება, მაგრამ ამას განახორციელებს ის თაობა, რომელიც ღვთის მცნების დამცველი და მისი ნების აღმსრულებელი იქნება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მაშ, გავხდეთ უფლის ნების თანაზიარნი დ...
იხილეთ სრულად
საქართველო კვლავაც აუცილებლად გადარჩება და განბრწყინდება, მაგრამ ამას განახორციელებს ის თაობა, რომელიც ღვთის მცნების დამცველი და მისი ნების აღმსრულებელი იქნება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მაშ, გავხდეთ უფლის ნების თანაზიარნი და დიდი საქართველოს თანაშემოქმედნი!უპირველესად, უნდა ვიცოდეთ ჟამი როგორც შრომისა, ისე ლოცვისა, აღსარებისა და ზიარებისა.
წმინდა წერილი გვასწავლის, რომ განსაცდელს უფალი უშვებს, რათა, როგორც ცალკეული ადამიანი, ისე ესა თუ ის ერი გამოიცადოს "ვითარცა ცეცხლში გამოწრთობილი ოქრო".