მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
მოწყალე სული ღმერთს ემსგავსება და მის მიმართ დიდ კადნიერებას იძენს!
ღვთის წინაშე დიდი კადნიერება აქვს იმ ადამიანს, ვისაც მოყვასი ებრალება და საქმითა და სიტყვით თანაუგრძნობს მას.
მწუხარება ცოდვებისა და მათი ეპიტიმიისგან ათავისუფლებს იმ ადამიანს, რომელიც სიხარულითა და შეგნებით ითმენს. სულიერი ხასიათიც ყალიბდება: ადამიანი მოწყალე, თავმდაბალი და მშვიდი ხდება.
პატრაში ხსენებული ქალის ვაჟს ეკლესიაში არ იხსენებენ, რადგან თავი მოიკლა. ერთადერთი, შეუძლია მოწყალება გაიღოს მისთვის და დიდია უფალი, მისი მოწყალების სიღრმე უსასრულოა. თანაც, თუ უნდა, მეუდაბნოეებს გამოუგზავნოს [მოწყალება]. რომელთა ... იხილეთ სრულად
უმთავრესი სულიერი მადლია ჩვენს მიერ ეკლესიაში მიღებული: რწმენა, ლოცვა, აღსარება, ზიარება. აგრეთვე – მარხვა და მოწყალება გაღებული მოყვასისათვის.