ღვთისათვის თავგანწირვა - ციტატები, გამონათქვამები
ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას.
თ. 10-11
"ო, სახიერო ჯვარო, დიდხანს სანატრელო, მხურვალედ საყვარელო, თავდაუზოგავად ნაძებნო და მხოლოდ ახლაღა განზადებულო სურვილით აღსავსე სულისათვის! - მე მოვდივარ შენთან მშვიდი და ბედნიერი; და შენ საზეიმოდ მიმიღე მე!" - ასე ხმობს წმიდა ანდრ... იხილეთ სრულად
"ო, ნეტავ დატკბნენ ჩემით ის ცხოველები, რომლებიც ჩემს დაგლეჯვას ლამობენ - მე ვთხოვ, დააჩქარონ ჩემი აღსასრული! და თუ ისინი არ მოისურვებენ დაჩქარებას, მე თვითონ ყოველ ძალისხმევას ვიხმარ, დავიჟინებ, რომ დამგლიჯონ! დაე, ცეცხლი, ჯვარი გ... იხილეთ სრულად
ჩვენთვის დაითმინა მან (ქრისტემ) ყოველი, ჩვენთა ცოდვათა აღიყვანეს იგი ჯვარსა ზედა. რით უნდა გადავიხადოთ ჩვენ მის წინაშე ეგოდენი მისი ქველისმოქმედება? „რა მივაგო უფალსა ყოვლისათვის, რომელი მომაგო მე? (ფს. 115). მივაგოთ იგივე, რაიცა ... იხილეთ სრულად
20. თუ, თანახმად წერილისა, ქრისტე ჩვენს გამო მოკვდა, და თუ ვცოცხლობთ არა ჩვენი თავისთვის, არამედ იმისთვის, ვინც ჩვენს გამო მოკვდა და აღდგა (II კორ. 5.15), ცხადია, ვალდებულნი ვართ სიკვდილამდე ვემონებოდეთ კიდეც მას. ან კი როგორ უნდა... იხილეთ სრულად
ნურვის ეგონება, სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ. თუ თავი არ გასწირე ღვთისა და მოყვასისათვის, ისე არაფერი გამოვა
72. რაოდენ შერხვენასაც მიიღებს ადამიანი ქრისტეს ჭეშმარიტების გამო, ასგზის მეტად იდიდება იგი მრავალთა მიერ, უმჯობესია კი ყოველივე სიკეთის კეთება სამერმისოთა გამო.
ღმერთი, როგორც თვითგანდიდებული არსება, არ საჭიროებს ადამიანურ შრომას, არამედ ხარობს და უყვარს, როცა მისი სიყვარულისთვის ვეწამებით და ვივნებთ. ამიტომაც გვაჯილდოვებს, როგორც მოღვაწეებს და უხვად გვიწყალობებს თავის მადლს