ღვთისმსახურთა მიმართ - ციტატები, გამონათქვამები
ღვთისმსახურთა მიმართ - ციტატები, გამონათქვამები ღვთისმსახურთა მიმართ, გამონათქვამები
797. ერთმა პრესვიტერმა, რომელიც მოქალაქეებმა ეპისკოპოსად აირჩიეს, იმავე ბერს კაცი გაუგზავნა და ჰკითხა: კეთილ ინებებდა თუ არა ღმერთი მის ეპისკოპოსობას?
753. ძმამ იმავე ბერს ჰკითხა: ვინც ღვთის საქმეს უდიერად ეპყრობა და საქმეს აზიანებს, ან აფუჭებს, როგორ მოეკითხება მას?
თუ იესო ქრისტემ უბრალო ადამიანზე - მაცდუნებელზე თქვა: ვაი მას, რომლისაგან მოვიდეს საცთური" (ლუკა 17, 1). მაშ, რაღა უნდა ითქვას მაცდუნებელზე - ეკლესიის მსახურზე?
როდესაც გემზე მოცურავე უშვებს შეცდომას, ეს მასთან ერთად მოცურავეებს დიდ ზიანს არ აყენებს; ხოლო, როდესაც მესაჭე უშვებს შეცდომას, ამას საყოველთაო სიკვდილი მოაქვს; ასევე ხელქვეითთა ცოდვით დაცემა საზოგადოებას იმდენად არ ავნებს, როგორც... იხილეთ სრულად
ვისაც სხვისი ჭრილობების მკურნალობა სურს, თვითონ უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი ავადმყოფობისგან, რათა არ მიემართებოდეს მას სახარების სიტყვები: "მკურნალო, განიკურნე თავი შენი" (ლუკა 4, 23).
ის, ვინც საკუთარი სულის ცხონებაზე არ ზრუნავს, არასოდეს იზრუნებს მოყვასის ცხონებაზე.
ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყოს ჭეშმარიტი და სამართლიანი.
ვინც თავისი თანამდებობის გამო, ვალდებულია, სიწმიდეზე ილაპარაკოს, იგი ვალდებულია აგრეთვე, თავისი ცხოვრებითაც სიწმიდეს წარმოადგენდეს.
ადამიანს, რომელსაც არასოდეს უგემია თაფლი და ცდილობს, სხვას აუხსნას, რა ტკბილია იგი, ჰგვანან მოძღვრები, რომლებიც სულიერ სწავლებებს ქადაგებენ და თვითონ არასოდეს უგემიათ და გამოუცდიათ იგი.