სრულყოფილება - ციტატები, გამონათქვამები
სრულყოფილება - ციტატები, გამონათქვამები სრულყოფილება, გამონათქვამები, ციტატები
„ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრული“, - აი, თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა“ (შინაური მიმოხილვა, 1895 წ.).
ჩვენი ვალია, ვიყოთ ქვეყნის ღირსეული მოქალაქენი, ჩვენი ქრისტიანი ხალხის ერთგული შვილნი, ვიცხოვროთ და გონიერად მოვიხმაროთ მიწიერი სიკეთე ისე, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი სულის წინსვლასა და სრულყოფას.
ბრძენი სრულყოფის კიბეზე ადის და სხვათაც ეხმარება ზესვლაში. ეს ის კიბეა, წმიდა პეტრე მოციქული რომ გვიჩვენებს: „მოიპოვეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა - მეცნიერებაჲ, და მეცნიერებასა შინა - სიყუარული“ (2 პეტრე 1,5-7). ჭეშმარიტი ... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის სრულყოფაში მდგომარეობს. საკუთარი თავის!
დედა ხარ? - მაშ, გახდი საუკეთესო დედა!
ცოლი ხარ? - გახდი საუკეთესო ცოლი!
სულის სრულყოფას მივყავართ ზნეობის სრულყოფამდე, ურთიერთსიყვარულამდე, მეტად გვესმის ერთმანეთის და ცხოვრებაც უფრო ლაღი ხდება
ადამიანის სული ალმასიაო - თქვა ერთმა ბრძენმა. მაგრამ თავად ადამიანზეა დამოკიდებული, გახდება ეს ალმასი ბრილიანტი, თუ არ გახდება
შენი სული ალმასია. იქიდან შეიძლება ბრილიანტი გამოვიდეს. ალმასი კარგია, მაგრამ ბრილიანტი - ფასდაუდებელია.
ვისზეა დამოკიდებული შენი ალმასის ბრილიანტად ქცევა? - მხოლოდ შენზე