ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები
ყოველი პიროვნება განუმეორებელია, დაჯილდოებულია მარადიული სოცოცხლით, შემოქმედებითი უნარითა და თავისუფალი ნებით.
ადამიანი ხომ ყველაზე ძვირფასია ქმნილებათა შორის. იგი არის დიადიც და ძალიან მცირეც. მასშია ზეცის სიმაღლე და სიმდაბლე ჯოჯოხეთისა.
ადამიანი სუფთა ფურცელი არ არის, რომელზეც ამა თუ იმ კულტურისათვის სასურველ ნიშნებს დაწერ. მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მისთვის მიუღებელი სოციალური თუ კულტურული სისტემების ძლიერ ზეგავლენასაც კი
ადამიანს აქვს მონიჭებული თავისუფალი ნება, სიკეთისა და ბოროტების ქმნის სრული შესაძლებლობა, არჩევანის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უფლის ხელში უბრალო მანქანა, იარაღი იქნებოდა.
პიროვნება უფლისგან მოწოდებულია იცხოვროს მთელი სისავსით, განამრავლოს სულიერი ღირებულებანი, სრულყოს თავისი ყოფის მატერიალური მხარე, დაამყაროს კეთილი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან და ხალხებთან სამართლიანობის, ჭეშმარიტებისა და სიყვარულ... იხილეთ სრულად
ამქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი.