ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ვინ ხარ, ადამიანო, რომ ტრაბახობ და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს?აჰა, ერთი უხილავი მიკრობი

ვინ ხარ, ადამიანო, რომ ტრაბახობ და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს?

აჰა, ერთი უხილავი მიკრობი შეგეყრება და მაშინვე სნეულდები, უძლურდები და საფლავში ჩადიხარ. ამპარტავანო მოკვდავო, ხომ ხედავ, უცნობ ქვეყანაში შენს წასაყვანად სიკვდილი მოდის და მას ყოველგვარი შეპასუხების გარეშე ემორჩილები. განა შეგწევს ძალა უარყო, წინ აღუდგე, გაექცე იმას, რაც ამ საშინელ ჟამს ხდება? არა! უკიდურესი უძლურება! მაშინ რას იქადი, თიხის ადამიანო, უუნარო, საწყალობელო და უვარგისო? რა გაბადია, რაც ღმერთს არ მოუცია შენთვის? განა, როცა მოისურვებს, არ წაგართმევს? თუ ხვდები, რომ ასეა, ქედი მოიდრიკე, დამდაბლდი და ცხონდები.

თემატური კითხვები
2