სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები
სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები სიმშვიდე, გამონათქვამები, ციტატები
თუ გსურს, კეთილსურნელებას გამოსცემდე, თავმდაბალი, წრფელი, მორჩილი და მშვიდი სული შეიტკბე, ხოლო ეგოიზმი ისე მოიძულე, როგორც სიმყრალე და სიბრიყვე.
ჩვენს მდაბალ იესოს ევედრეთ ლოცვაში, მოგმადლოთ სიმდაბლისა და სიმშვიდის სული, როგორც თავადვე ამბობს წმინდა სახარებაში: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მათ. 11, 29).
დამდაბლდით, არაფრად ჩააგდოთ, შეურაცხყავით საკუთარი თავი, რომ თქვენს სულებში ღვთის მშვიდობამ დაისადგუროს. როცა მოძღვარი რაიმე შეცდომის გამო გამხელთ, თავს ნუ იმართლებთ, არამედ თქვით „შემინდეთ“.
ქრისტე ამბობს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“ (მათ. 11, 29). სულის განსვენება მისი ჯანმრთელობის უტყუარი ნიშანია.
ზოგჯერ, როცა განსაცდელს მოთმინებით გადავიტანთ, ვხედავთ, რომ ჩვენი სული მსუბუქი, მშვიდი და მხიარულია.
ადამიანს სულიერი განსვენება მხოლოდ თავმდაბლობისა და სიმშვიდისგან ეძლევა. უფალიც გვეუბნება: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქვენთაი" (მათ. 11, 29). ამიტომ, მოდით, სანატრელო შვილებ... იხილეთ სრულად
მოერიდე კადნიერებას და უჯერო სიტყვებს, რაც ფიტავს ადამიანის სულს; მდუმარება, სიმშვიდე და ლოცვა კი, პირიქით, სულს ზეციური ცვრითა და ტკბილი გლოვით აღავსებს.