ევროპელი ერეტიკოსები უგუნურ ათეისტებს ემსგავსებიან. მათი სურვილია, რომ ჯერ დაინახონ და მერე ირწმუნონ. მათთვის უცხოა სული ჭეშმარიტებისა და მისი შეცნობა არ ძალუძთ. მათ საკუთარ თავში ჭეშმარიტება არ გააჩნიათ, და ვინც ჭეშმარიტებას ქადა...
იხილეთ სრულად
ევროპელი ერეტიკოსები უგუნურ ათეისტებს ემსგავსებიან. მათი სურვილია, რომ ჯერ დაინახონ და მერე ირწმუნონ. მათთვის უცხოა სული ჭეშმარიტებისა და მისი შეცნობა არ ძალუძთ. მათ საკუთარ თავში ჭეშმარიტება არ გააჩნიათ, და ვინც ჭეშმარიტებას ქადაგებს მათი არ სწამთ.
ჭეშმარიტი სარწმუნოება დევნას უნდა განიცდიდეს, ეს თავად მაცხოვარმა აუწყა მოციქულებს. მწვალებლობანი ჩვეულებისამებრ ამქვეყნიურ, დემონურ სულს ენათესავებიან, დემონები კი თავის დამქაშებს არ დევნიან.
სარგებლობენ რა დღეს საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით, დემოკრატიის ლოზუნგს ამოფარებული მრავალი უცხო რელიგიის და პროტესტანტული სექტის წარმომადგენელნი (იეღოველები, ბაპტისტები, კათოლიკები, კრიშნას მიმ...
იხილეთ სრულად
სარგებლობენ რა დღეს საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით, დემოკრატიის ლოზუნგს ამოფარებული მრავალი უცხო რელიგიის და პროტესტანტული სექტის წარმომადგენელნი (იეღოველები, ბაპტისტები, კათოლიკები, კრიშნას მიმდევარნი, ორმოცდაათიანელები, ე.წ. ხსნის არმიის წარმომადგენლები და სხვანი) რელიგიური ექსპანსიის განხორციელებას ცდილობენ.ისინი ფულით, პროდუქტებით, ტანსაცმლით იპყრობენ ადამიანთა სულებს, ამცირებენ და შეურაცხყოფენ საქართველოს ...
ყოველი მართლმადიდებელი ადამიანი ვალდებულია სხვა რწმენის ადამიანებში კეთილი მოსურნეობა აღძრას, რომ იმათ გააცნობიერონ თავიანთი ცდომილება, თავი ამაოდ არ დაიმშვიდონ და არ დაკარგონ, როგორც ამ ცხოვრებაში მართლმადიდებლობის მდიდარი კეთილმ...
იხილეთ სრულად
ყოველი მართლმადიდებელი ადამიანი ვალდებულია სხვა რწმენის ადამიანებში კეთილი მოსურნეობა აღძრას, რომ იმათ გააცნობიერონ თავიანთი ცდომილება, თავი ამაოდ არ დაიმშვიდონ და არ დაკარგონ, როგორც ამ ცხოვრებაში მართლმადიდებლობის მდიდარი კეთილმოწყალება, ასევე შემდგომ ცხოვრებაშიც უაღრესი და მარადიული საღვთო წყალობა.
ჩვენ რომ წმიდა მამებისამებრ გვეცხოვრა, ყველანი სულიერად იმდენად ჯანმრთელნი ვიქნებოდით, რომ ჩვენი სიჯანსაღე ყველა სხვა რწმენის ხალხს შეშურდებოდა; მაშინ ისინი ქადაგების გარეშეც მიატოვებდნენ თავიანთ ავადმყოფურ ცდომილებებს და გადარჩებ...
იხილეთ სრულად
ჩვენ რომ წმიდა მამებისამებრ გვეცხოვრა, ყველანი სულიერად იმდენად ჯანმრთელნი ვიქნებოდით, რომ ჩვენი სიჯანსაღე ყველა სხვა რწმენის ხალხს შეშურდებოდა; მაშინ ისინი ქადაგების გარეშეც მიატოვებდნენ თავიანთ ავადმყოფურ ცდომილებებს და გადარჩებოდნენ, რადგან ახლა მათ არ აღაფრთოვანებთ ჩვენი წმიდა მამების გადმოცემები, რამეთუ მათ უნდათ დაინახონ ასევე ახლანდელი მამების მიერაც იმ მოღვაწეობის გაგრძელება, ჩვენი ჭეშმარიტი ნათესაობა წმინდანებთან.
ყოველგვარი გადახრა წმ. ჭეშმარიტებისგან და ცრუ, ამ სწავლების საპირისპირო აზრის მიღება, ღმრთის გმობისა და მისგან განდგომის საშინელ ცოდვასთან არის შეერთებული. ამას გამოცდილებით მოწმობს წინაპართა დაცემა, რომელიც არასწორი აზრის მიღებით...
იხილეთ სრულად
ყოველგვარი გადახრა წმ. ჭეშმარიტებისგან და ცრუ, ამ სწავლების საპირისპირო აზრის მიღება, ღმრთის გმობისა და მისგან განდგომის საშინელ ცოდვასთან არის შეერთებული. ამას გამოცდილებით მოწმობს წინაპართა დაცემა, რომელიც არასწორი აზრის მიღებით დაიწყო; ამასვე მოწმობს ყველა მწვალებლობაც: ამათგან ზოგმა ღმერთი იმით გმო, რომ უარყო უფალ იესო ქრისტეს ღმრთეებრიობა და დაამახინჯა მისი განკაცების ყოვლად წმინდა დოგმატი, ზოგმა - იმით, რომ კაცს ღმერთის თვისებები მიაწერა (პ...