საკუთარი თავის გამტყუნება, დადანაშაულება - ციტატები, გამონათქვამები
ნუ იქნებით თავდაჯერებულები. არასოდეს მიიღოთ გულისსიტყვა, რომ კარგები და სათნოებებით შემკულნი ხართ. დაიდანაშაულეთ, განიკითხეთ თავი, რომ მოაკვდინოთ თქვენი „მე“, რომელიც კედელივით ეღობება სიმართლის მზეს - ქრისტეს - და ხელს უშლის მის ... იხილეთ სრულად
ბოროტება ფესვიანად უნდა აღმოიფხვრას. მისი ძირია ამპარტავნება, ეგოიზმი, სიჯიუტე, საკუთარი ნება, მრისხანება და სხვ. ამ ყველაფრის წამალი ერთია – ცოდვასა და განსაცდელში საკუთარი თავის დადანაშაულება. ყოველთვის თქვი: „მე ვარ დამნაშავე, ... იხილეთ სრულად
შენი ამპარტავნება და სიჯიუტეა იმ გულისსიტყვების მიზეზი, რომლებზეც მწერ. თუ დამდაბლდები, თუკი ყველა დაბრკოლებისას საკუთარ თავს დაარწმუნებ, რომ შენი ვნებები გტანჯავს, მოძღვარი და ძმები კი უდანაშაულონი არიან, უმალვე იგრძნობ გულისსიტყ... იხილეთ სრულად
საჭიროზე მეტად ნუ დამწუხრდები, დიდი სიმდაბლით დაემხე ღვთის წინაშე და თავი დაიდანაშაულე; თითოეული ბოროტი გულისსიტყვა მოსვლისთანავე გააძევე და ვიმედოვნებ, ღვთის მადლი ტკივილს დაგიამებს.
მორჩილება, ნების მოკვეთა, თავის დადანაშაულება, ზოგადად მოთმინება არის სულის საძირკველი, ხოლო ცრემლი სულს მხურვალებას და მოშურნეობას უნარჩუნებს.