ქრისტიანული სარწმუნოების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტეს ღვთაების გონიერი ძალა, ანუ მისი ღვთაებრივი მადლი მონათლული სულის წიაღში შედის სწორედ სარწმონოების წყალობით და არა რაღაც ქველ საქმეთა აღსრულების შედეგად და იმგვარ ცვა...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული სარწმუნოების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტეს ღვთაების გონიერი ძალა, ანუ მისი ღვთაებრივი მადლი მონათლული სულის წიაღში შედის სწორედ სარწმონოების წყალობით და არა რაღაც ქველ საქმეთა აღსრულების შედეგად და იმგვარ ცვალებას იწვევს მასში, რომ სულს უკვე აღარ ძალუძს ყოველივე ქვეყნიერი უყვარდეს და ხორციელ სიამეთ ესწრაფოდეს.
link
სარწმუნოების საიდუმლონი მზის მსგავსია, შეუღწეველნი თავიანთი არსით, ისინი განაბრწყინებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ, ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებით ვალს მათმიერ ნათელში და ისინი მხოლოდ კადნიერ, უტიფარ თვალთ აბრმავებენ, რომელთაც მა...
იხილეთ სრულად
სარწმუნოების საიდუმლონი მზის მსგავსია, შეუღწეველნი თავიანთი არსით, ისინი განაბრწყინებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ, ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებით ვალს მათმიერ ნათელში და ისინი მხოლოდ კადნიერ, უტიფარ თვალთ აბრმავებენ, რომელთაც მათში წიაღშეღწევა მოსურვებიათ.
link
სარწმუნოებას კაცის გული თავისუფლად იღებს, სურვილით იღებს, რადგან სარწმუნოება ანუგეშებს და ახარებს მას. ამ დროს იგი კაცის ცხოვრების უმთავრესი მმართველი და წინამძღვარი ხდება. სარწმუნოება არა მარტო ჭკუისადმი, არამედ მთელი კაცობრივი ა...
იხილეთ სრულად
სარწმუნოებას კაცის გული თავისუფლად იღებს, სურვილით იღებს, რადგან სარწმუნოება ანუგეშებს და ახარებს მას. ამ დროს იგი კაცის ცხოვრების უმთავრესი მმართველი და წინამძღვარი ხდება. სარწმუნოება არა მარტო ჭკუისადმი, არამედ მთელი კაცობრივი არსებისა და ბუნებისადმი მიიქცევა, ამიტომ სარწმუნოება სულისა და გულისათვის სასურველი და თავისუფალი ზნეობრივი მოღვაწეობაა და უმჯობესია ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთა ღმრთისათა, ვინაიდან ამ შემთხვევაში კაცი ღმერთს თავის გ...
link
სარწმუნოება ორგვარია: ერთი თავისუფალი, გულითადი და მეორე იძულებითი, უნებლიე. როცა ქრისტეს თანამედროვენი მის მიერ ჩადენილ სასწაულებს უყურებდნენ, იძულებულნი ხდებოდნენ უნებლიეთ ერწმუნათ. ზოგიერთი ჩვენგანის სარწმონოება ცივი, უქმი და თ...
იხილეთ სრულად
სარწმუნოება ორგვარია: ერთი თავისუფალი, გულითადი და მეორე იძულებითი, უნებლიე. როცა ქრისტეს თანამედროვენი მის მიერ ჩადენილ სასწაულებს უყურებდნენ, იძულებულნი ხდებოდნენ უნებლიეთ ერწმუნათ. ზოგიერთი ჩვენგანის სარწმონოება ცივი, უქმი და თითქმის მკვდარია. ასეთი მორწმუნენი ფარისევლებსა და მწიგნობრებს ჰგვანან, რომელთაც, ხედავდნენ რა იესოს მიერ ჩადენილ სასწაულებს და იცოდნენ რა, რომ ძე ღმრთისა იყო, კეთილ საქმეებს მაინც არ მისდევდნენ. ზოგიერთი ჩვენგანის სარწმუ...
link
სარწმუნოება კაცობრივი ბუნების უდიდესი და უმთავრესი ზნეობრივი ძალა და სიმტკიცეა. რაც კი დედამიწაზე დიდებული და შესანიშნავია, რაც კი კაცობრიობამ საქები და ამაღლებული სიტყვით ან საქმით გააკეთა, ყოველივე ეს სარწმონოების შეგონებით, შემ...
იხილეთ სრულად
სარწმუნოება კაცობრივი ბუნების უდიდესი და უმთავრესი ზნეობრივი ძალა და სიმტკიცეა. რაც კი დედამიწაზე დიდებული და შესანიშნავია, რაც კი კაცობრიობამ საქები და ამაღლებული სიტყვით ან საქმით გააკეთა, ყოველივე ეს სარწმონოების შეგონებით, შემწეობითა და ძალით არის აღსრულებული.
link
პირველი და ნამდვილი ნაყოფი ცხოველი სარწმუნოებისა სიყვარულია
ვისაც შიშის, ხათრისა, სირცხვილისა, მოფერებისა ან სხვა რომელიმე გარემოების მიხედულობით ერიდება სარწმუნოებისავის თავის გამოდება, სარწმუნოების დაცვა, ვინც შესაძლოდ თვლის, გაჩუმდეს, მოითმინოს, ხმა არ აიმაღლოს იმ დროს, როდესაც მის სარწ...
იხილეთ სრულად
ვისაც შიშის, ხათრისა, სირცხვილისა, მოფერებისა ან სხვა რომელიმე გარემოების მიხედულობით ერიდება სარწმუნოებისავის თავის გამოდება, სარწმუნოების დაცვა, ვინც შესაძლოდ თვლის, გაჩუმდეს, მოითმინოს, ხმა არ აიმაღლოს იმ დროს, როდესაც მის სარწმუნოებას ამცირებენ, ლანძღავენ, შეურაცხყოფენ და გმობენ, ის უარყოფს მაცხოვარს წინაშე კაცთა, ის მკვდარია ღვთისთვის და საშინელი განსჯის დღეს მას უბრძანებს უფალი: "ვიცნი საქმენი შენნი; რამეთუ არცა გრილ ხარ და არცა ტფილ! არამე...
link
ღმერთი არც დაბლაა და არც მაღლა, არც შორს არის ჩვენგან და არც - ახლოს, იმიტომ რომ ის ყველგან არსებობს და ამიტომ ის უფრო ახლოსაა შენთან, ვიდრე - შენი სული შენს სხეულთან: მხოლოდ უნდა შეძლო, რომ ეს სიახლოვე ლოცვითა და სარწმუნოებით მოი...
იხილეთ სრულად
ღმერთი არც დაბლაა და არც მაღლა, არც შორს არის ჩვენგან და არც - ახლოს, იმიტომ რომ ის ყველგან არსებობს და ამიტომ ის უფრო ახლოსაა შენთან, ვიდრე - შენი სული შენს სხეულთან: მხოლოდ უნდა შეძლო, რომ ეს სიახლოვე ლოცვითა და სარწმუნოებით მოიპოვო. "უფალი ახლოა ყველა მომწოდებელთან ჭეშმარიტებით" (ფს. 144, 18)
link
რას ვაღიარებთ სარწმუნოების სიმბოლოს პირველი წევრით?
როგორ იკითხება სარწმუნოების სიმბოლოს პირველი წევრი?