სამოქალაქო ხელისუფლება - ციტატები, გამონათქვამები
სამოქალაქო ხელისუფლება - ციტატები, გამონათქვამები სამოქალაქო ხელისუფლება, გამონათქვამები
ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, სულიერად უნდა ემსახუროს ხალხს და, მიუხედავად მისი შვილების განსხვავებული პოლიტიკური ხედვისა, თავის წიაღში მათი გაერთიანება უნდა შეძლოს.
ეკლესიის ფუნქცია არ არის პოლიტიკური შეფასება მისცეს მოვლენებს, რადგან ასეთი მიდგომა არღვევს ეკლესიის, როგორც ერის ერთიანობის ქვაკუთხედს.
რა თქმა უნდა, ყოველი ხელისუფლებაც ღვთისგან არის: კეთილიცა და ბოროტიც, ხალხის მსახურიცა და თავისი თავის მსახურიც. უფალი საზოგადოების ღირსების შესაბამისად განაგებს ამ საიდუმლოს.
840. იმ ეპარქიის ზოგიერთ მოსახლეს მხედართმთავრის ჯარისკაცები ჩაგრავდნენ, რომელთაც ისინი წმინდა ეკლესიების საზღვრებიდან გაჰყავდათ. ამის გამო ქალაქის მთავრები ეპისკოპოსს ეთათბირებოდნენ, რომ მეფისთვის ეცნობებინათ ეს, მაგრამ, ამასთანავე, მხედართმთავრისაც ეშინოდათ, რათა წყენა არ მიეყენებინა მათთვის; ამიტომ დიდ ბერს ამ საკითხზე შეკითხვა გაუგზავნეს იხილეთ სრულად
839. რადგან ე.წ. ხარკის ამკრეფნი ჩვენს ქალაქშიც მოდიან და ყოველთვის ეძიებენ, რომ ძღვენს მიიღებენ ეკლესიისგან, ამიტომ საგონებელში ვარ ჩავარდნილი და არ ვიცი როგორ მოვიქცე. თუ გავუგზავნი, მეშინია ღვთის წინაშე შეცოდებისა, რამეთუ არამართებულად გავცემ იმას, რაც გლახაკებს ეკუთვნის; თუ არ გავუგზავნი, მაშინ ბრალს დამდებენ გამგებლების წინაშე. რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე? იხილეთ სრულად
ვისაც იმდენი მამაცობა არ აქვს, რომ გულზე აღბეჭდილი წმიდა კანონის დარღვევას სიკვდილი ამჯობინოს, ის სიცოცხლის ღირსი არც არის.
კანონის მორჩილება მხოლოდ შიშის გამო ნიშნავს დამდაბლებას გარეგნული მხეცების მდგომარეობამდე, რომლებიც ასევე არ ესხმიან თავს ფარას, როცა მათ მოდარაჯე ადამიანებსა და ძაღლებს ხედავენ.
თუ მეფისა და სამეფოს მსახურებაში აშკარად დგას პირადი პატივი და გამორჩენა, რისი მომტანია ასეთი სწრაფვა - თავის შეწირვისა მამულისათვის თუ მამულის შეწირვისა საკუთარი თავისთვის?
პატიოსანი და კეთილი მოქალაქე თავის საზოგადოებრივ მოვალეობას ასრულებს და ემორჩილება თავისი სახელმწიფოს კანონებს, არა მათი დარღვევის გამო სასჯელის შიშის, ანდა - გამორჩენისა თუ ჯილდოსთვის, არამედ - სინდისისა და სიყვარულის გამო.