წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

839. რადგან ე.წ. ხარკის ამკრეფნი ჩვენს ქალაქშიც მოდიან და ყოველთვის ეძიებენ, რომ ძღვენს მიიღებენ

839. რადგან ე.წ. ხარკის ამკრეფნი ჩვენს ქალაქშიც მოდიან და ყოველთვის ეძიებენ, რომ ძღვენს მიიღებენ ეკლესიისგან, ამიტომ საგონებელში ვარ ჩავარდნილი და არ ვიცი როგორ მოვიქცე. თუ გავუგზავნი, მეშინია ღვთის წინაშე შეცოდებისა, რამეთუ არამართებულად გავცემ იმას, რაც გლახაკებს ეკუთვნის; თუ არ გავუგზავნი, მაშინ ბრალს დამდებენ გამგებლების წინაშე. რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე?

ხარკის ამკრეფნი ადამიანური ხელისუფლების მსახურნი არიან და მათთვის ძღვენის გაგზავნა ადამიანური შიშის ნიშანია. თუ გვინდა მათი არ გვეშინოდეს, მაშინ ღვთის შიშით მტკიცედ უნდა დავდგეთ ჭეშმარიტების მხარეს და მოციქულს მოვუსმინოთ, რომელიც ამბობს: „გნებავს თუ, რაითა არა გეშინოდის ხელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაი მისგან“ (რომ. 13, 3). ხოლო ბრალდებაზე ნუ ზრუნავ. წერილი ამბობს: „რომელნი-იგი ძვირსა იტყოდიან თქუენთვის, ჰრცხუენოდის, რომელნი-იგი ჰმძლავრობენ თქუენსა მას კეთილსა ქრისტეს მიერ სლვასა“ (1 პეტ. 3, 16) და კიდევ: „უკეთუმცა კაცთაღა სათნო ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ“ (გალ. 1, 10).
 
თემატური კითხვები
0