ყოველ ჩვენს საქმეს, განზრახვას, გულისსიტყვას, ყოველ შინაგან სწრაფვასა და გატაცებას წინ სულიერი განსჯა წავუმძღვაროთ, საღმრთო სჯულის მიხედვით წარვმართოთ ჩვენი გარეგანი და შინაგანი ცხოვრება. უამისოდ ჩვენი ქცევა ვერც კეთილგონივრული იქ...
იხილეთ სრულად
ყოველ ჩვენს საქმეს, განზრახვას, გულისსიტყვას, ყოველ შინაგან სწრაფვასა და გატაცებას წინ სულიერი განსჯა წავუმძღვაროთ, საღმრთო სჯულის მიხედვით წარვმართოთ ჩვენი გარეგანი და შინაგანი ცხოვრება. უამისოდ ჩვენი ქცევა ვერც კეთილგონივრული იქნება და ვერც ღმერთისთვის სათნო; უამისოდ ყოველთვის გვაცთუნებს მტერი გარედანაც და შიგნიდანაც. ღმრთის შიშმა დაე გვასწავლოს მღვიძარება და სიფხიზლე, საღმრთო სჯულის შესწავლამ და მის მიხედვით ცხოვრებამ კი მოგვანიჭოს სულიერი გან...
link
დაე შიში ღმრთისა სძლევდეს გულის სასწორზე დადებულ ყველა სხვა გრძნობას: მაშინ უფრო ადვილია საკუთარი თავის განხილვა - როგორც მყუდრო სენაკში, ისე იმ ხმაურშიც, ყოველი მხრიდან რომ გვაკრავს გარს.
მის დარიგებაში ვკითხულობთ: "ნამდვილ სიყვარულს ბადებს მიწიერ ვნებათაგან განთავისუფლება, უვნებობას შობს სასოება უფლისა, სასოებას – მოთმინება და სულგრძელება, მათ – ცხოვრების თავშეკავებული წესი, თავშეკავებულობას – შიში ღვთისა, შიშს კი...
იხილეთ სრულად
მის დარიგებაში ვკითხულობთ: "ნამდვილ სიყვარულს ბადებს მიწიერ ვნებათაგან განთავისუფლება, უვნებობას შობს სასოება უფლისა, სასოებას – მოთმინება და სულგრძელება, მათ – ცხოვრების თავშეკავებული წესი, თავშეკავებულობას – შიში ღვთისა, შიშს კი – რწმენა შემოქმედისა" ("სიყვარულის შესახებ").
link
უნდა გეშინოდეთ მხოლოდ ღვთისა. შიში უფლისა არის სათავე სიბრძნისა, რადგან იგი გვიცავს ცოდვათაგან. სხვა ყოველგვარი შიში პიროვნების დამთრგუნველია და ბოროტის იარაღს წარმოადგენს. სამწუხაროდ, მიწიერი შიში ხშირად განსაზღვრავს როგორც ცალკე...
იხილეთ სრულად
უნდა გეშინოდეთ მხოლოდ ღვთისა. შიში უფლისა არის სათავე სიბრძნისა, რადგან იგი გვიცავს ცოდვათაგან. სხვა ყოველგვარი შიში პიროვნების დამთრგუნველია და ბოროტის იარაღს წარმოადგენს. სამწუხაროდ, მიწიერი შიში ხშირად განსაზღვრავს როგორც ცალკეულ ინდივიდთა, ისე მათი გარკვეული ჯგუფების ყოფას და თვით პოლიტიკურ პროცესებსაც (შევნიშნავთ, რომ შიში აუცილებლად უნდა განვასხვაოთ სიფრთხილისა და კეთილგონიერებისაგან). შიში შობს სიცრუეს, ანუ იმას, რასთანაც ჭეშმარიტებას საერ...
link
თუ არ არის ღვთის შიში და კეთილზნეობა, ვერც ჭეშმარიტი ბედნიერება იქნება. ბოროტი და გარყვნილი ადამიანები, მიუხედავად გარეგნული მხიარულებისა, შინაგანად, სულიერად მოკლებულნი არიან იმ სიმშვიდესა და მოსვენებას, რითაც ტკბებიან მხოლოდ მარ...
იხილეთ სრულად
თუ არ არის ღვთის შიში და კეთილზნეობა, ვერც ჭეშმარიტი ბედნიერება იქნება. ბოროტი და გარყვნილი ადამიანები, მიუხედავად გარეგნული მხიარულებისა, შინაგანად, სულიერად მოკლებულნი არიან იმ სიმშვიდესა და მოსვენებას, რითაც ტკბებიან მხოლოდ მართალნი და კეთილზნეობრივნი (ეს. 57.21) "მშვიდობაი მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყვარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ" (ფს. 118, 165) ერთმა წარმართმაც კი ამოიძახა: "უფალო! გულმოწყალე ექმენ ბოროტებს, ვინაიდან ყველა ს...
link
ღვთის შიშში ჩადებულია ჭეშმარიტი ბედნიერების მარცვალი
451. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: ხშირად, ადამიანთა გარემოში, მოულოდნელად სირცხვილის გრძნობა მეუფლება და სახის გამომეტყველებაც მეცვლება, ვკარგავ რა სულის შეგრძნებას, აღარც მათი ყურება შემიძლია და არც საუბარი. გული მივიწროვდება და გაუგებრობაში მაგდებს. და მაშინ, თუ რაღაცაზე დავილაპარაკე, ჩემი სიტყვა უგუნური, უწესრიგო და პატივმოყვარეობით სავსეა და არცთუ იშვიათად სიტყვებს თან უგუნური სიცილიც ერთვის, რადგან ეს ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება, ამიტომ ძალიან ვწუხვარ და არ ვიცი, რა ვიღონო. როდესაც დავილაპარაკებ, ზემოთ ნათქვამი მემართება; ხოლო როდესაც ვჩუმდები, მეშინია, უდროოდ არ გავაკეთო ეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბრის დროს მრავალჯერ მომმართავენ. ამიხსენი, ჩემო მამაო, რატომ მემართება ასე? მაშინ როცა, თქვენ თქვენს წმიდა ლოცვებში მიხსენიებთ
იხილეთ სრულად
ჩვენ ასე ეშმაკის შურით გვემართება. მას სურს, რომ არც ჩვენ მივიღოთ სარგებელი და არც ჩვენთან მოსაუბრეებმა, და ასეთ ღვარძლს ჩვენზე იმიტომ ანთხევს, რომ როგორმე მოსაუბრეების ცდუნებაც შეძლოს. ღვთის შიში კი ყველანაირი შფოთის, უწესრიგობის და ხმებისგან გვიცავს. ასე რომ, ლაპარაკის დაწყებამდე საკუთარი თავი ღვთის შიშში უნდა გავაძლიეროთ და ზედმიწევნით დავუკვირდეთ ჩვენს გულს, თუ რატომ ვშფოთავთ და ვიცინით, რამეთუ ღვთისმოშიშებაში სიცილი არაა. წერილი უგუნურებაზე ...
link
394. ზოგჯერ რომელიმე ნივთი მაცდუნებს ხოლმე და მოულოდნელად აღმოჩდება, რომ შეცდომით ვცდუნდი, რის გამოც სირცხვილი მეუფლება. ეს ღვთის დაშვებითაა ჩემს გამოსასწორებლად თუ ბოროტისგანაა განსასჯელად?
იხილეთ სრულად
წინა პასუხის ძალას თუ ჩავწვდებით, ვნახავთ, რომ ის ამ შეკითხვასაც ესადაგება; რამეთუ, როგორც იქ ვთქვით, ღვთისადმი შიშს და მისგან წარმოშობილ ლმობიერებას, თუ საქმეებით არ წარმოვაჩენთ, მაშინ განვისჯებით. ზუსტად ასევეა ამ შემთხვევაში. რამეთუ, თუ საქმით ვაჩვენებთ, რომ მხილებამ გონზე მოგვიყვანა, მაშინ ის ღვთისგანაა ჩვენი ხსნისათვის, და თუ არა, მაშინ ეშმაკისეული ჩაგონებაა განკითხვისათვის.
link
392. როდისაა შესაფერისი დრო, რომ გონებაში ღმერთი და მისდამი შიში გავიხსენო, რათა მათ ცოდვების გამოსასწორებლად გული დამირბილონ?
იხილეთ სრულად
ცეცხლი ბუნებით მხურვალეა და ვისაც მისი გამოყენება სურს, მუდმივად არ უნთია ის, არამედ კრძალვით ინარჩუნებს მას, რათა როცა მოისურვებს, შეძლოს მისი აგიზგიზება და გათბობა. ასევე უნდა მოვიქცეთ აღნიშნულ შემთხვევაში; რამეთუ ჩვენში მტრისგანაც შემოდის ზრახვები, რომელსაც ის უდროოდ გვითესავს და ღვთისმოშიშების ნიღბით გვთავაზობს და ამ გზით, თითქოსდა მოსალოდნელი საქმის საბაბით, მას სურს რომ ვინმე ან დაამწუხროს, ან გონება შეუშფოთოს, რათა მან არ იზრუნოს და არ გან...
link
შინაგანი ცოდვა შეუმჩნეველია. მას ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ ხედავს ღმერთი. თუ არ გვეშინია და არ გვერიდება ადამიანებისა, რადგან მათთვის იგი (ცოდვა) უხილავია, უნდა გვეშინოდეს ღმერთისა, რამეთუ ეს აზრით გამოხატული ზნეობირივი დანაშ...
იხილეთ სრულად
შინაგანი ცოდვა შეუმჩნეველია. მას ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ ხედავს ღმერთი. თუ არ გვეშინია და არ გვერიდება ადამიანებისა, რადგან მათთვის იგი (ცოდვა) უხილავია, უნდა გვეშინოდეს ღმერთისა, რამეთუ ეს აზრით გამოხატული ზნეობირივი დანაშაული მის წინაშე ხდება.
link