უბედურება - ციტატები, გამონათქვამები
უბედურება - ციტატები, გამონათქვამები უბედურება, გამონათქვამები, ციტატები
თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, ისვვე როგორც წარსული ჩვენი ერისა, განსაცდელითაა სავსე. უფალი ადამიანს უგზავნის სხვადასხვა გასაჭირს, მწუხარებასა და უბედურებას, ათასგვარ სიძნელესა და დამცირებას, რათა მან ბოლოსდაბოლოს შეიცნოს თავი თვისი... იხილეთ სრულად
მხოლოდ ცხოვრების მძიმე პერიოდებში და უბედურების ჟამს ვაცნობიერებთ ხოლმე, რამდენად უსუსურნი და უმწეონი ვართ და როგორ აუცილებლად გვჭირდება შეწევნა ღვთისა.
განარჩევენ უბედურ და ბედნიერ დღეებს, თუმცა ყოველი დღე უბედურია, თუ მას ატარებენ უღმრთოდ, რადგან ღმერთი გუშინ და დღეს იგივე არს უკუნისამდე. და ყოველი დღე ბედნიერია, თუ მას ვატარებთ ღმრთის მცნების თანახმად და მიმოვდივართ მის სინათლე... იხილეთ სრულად
სწავლების სიმაღლე, ადრე დაფარული და ბრძენთათვის მიუწვდომელი, ახლა ნათელი გახდა, როგორც უფალი ბრძანებს: "აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა დასაბამითგან სოფლისათა" (მათე 13, 35). ამ დრომდე სამყარო თვლიდა, რომ იგი მხოლოდ მ... იხილეთ სრულად
ვერცხლისმოყვარენი ჭეშმარიტად ყველაზე უბედური ადამიანები არიან როგორც ამქვეყნიურ, ისე მომავალ ცხოვრებაში. აქ ისინი განუწყვეტელ ზრუნვაში, შრომასა და მღელვარებაში არიან, იქ კი მარადიულად უნდა იტანჯონ.
უსიამოვნოა, როცა საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად სხვათა უბედურებით ხარ დავალებული
მას ვერანაირი უბედურება ვერ შემუსრავს, ვისაც ვერანაირი ბედნიერება ვერ აზიანებს.
თავს ნუ აღიმაღლებ ბედნიერებისას: როცა უბედურება შეგემთხვევა, დამდაბლება მოგიწევს.
ბევრს ჰგონია, რომ კაცისთვის ძნელია სულის სიდიადის შენარჩუნება იმ დროს, როცა ბედნიერი უბედურად გადაიქცევა. მე კი მგონია, რომ ყველაზე ძნელია, შეინარჩუნოს სიმდაბლე იმან, ვინც გაჭირვებული მდგომარეობიდან ბედნიერში გადავიდა.