დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია საგალობელი, რომელიც ანგელოზებმა იგალობეს ბეთლემსა ზედა ქრისტეს შობის ღამეს: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაი და კაცთა შორის სათნოებაჲ“ (ლკ. 2, 14). მშვიდობა, რომე...
იხილეთ სრულად
დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია საგალობელი, რომელიც ანგელოზებმა იგალობეს ბეთლემსა ზედა ქრისტეს შობის ღამეს: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაი და კაცთა შორის სათნოებაჲ“ (ლკ. 2, 14). მშვიდობა, რომელიც გვაუწყეს ანგელოზებმა, წარმოადგენს კაცობრიობისათვის არსებით აუცილებლობას, როგორც წყარო, რომელიც აღვიძებს წყურვილს ხალხთა შორის მადლიანი მშვიდობისათვის, როგორც სიყვარულის მოვლენა, რომელიც საფუძველია მეგობრობის, მშვიდობიანი ურ...
სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს სამართლიანი. სამართლიანობის გარეშე, რწმენისა და სიყვარულის გარეშე მშვიდობა ვერ დამყარდება. ქვეყანა, რომელიც ამ კანონებით არ ცხოვრობს, ჯოჯოხეთად იქცევა თავისივე ხალხისთვის. სრულყოფილი და სამ...
იხილეთ სრულად
სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს სამართლიანი. სამართლიანობის გარეშე, რწმენისა და სიყვარულის გარეშე მშვიდობა ვერ დამყარდება. ქვეყანა, რომელიც ამ კანონებით არ ცხოვრობს, ჯოჯოხეთად იქცევა თავისივე ხალხისთვის. სრულყოფილი და სამართლიანი სახელმწიფო რომ შევქმნათ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანები უნდა აღვზარდოთ სიყვარულის, რწმენისა და სამართლიანობის პრინციპებით.
აღდგომილმა მაცხოვარმა დღეს თითოეულ ჩვენგანს გამოუთქმელი და აუხსნელი სიხარული და იმედი მიანიჭა, რომელსაც მთელი წლის მანძილზე უნდა გავუფრთხილდეთ. რა არის ეს? იგი შინაგანი დამშვიდებაა, ყოველი კეთილი ზრახვისა და მისწრაფების დაკმაყოფილ...
იხილეთ სრულად
აღდგომილმა მაცხოვარმა დღეს თითოეულ ჩვენგანს გამოუთქმელი და აუხსნელი სიხარული და იმედი მიანიჭა, რომელსაც მთელი წლის მანძილზე უნდა გავუფრთხილდეთ. რა არის ეს? იგი შინაგანი დამშვიდებაა, ყოველი კეთილი ზრახვისა და მისწრაფების დაკმაყოფილებაა, მშვიდობაა უფალთან, მოყვასთან და საკუთარ სინდისთან; იგი შეგრძნებაა სიხარულისა, სიცოცხლის სისავსისა და სურვილი უმწიკვლო, წმიდა ცხოვრებისა. ამგვარი სიხარული რჩეულთა ხვედრია, მათი კუთვნილებაა, ვინც აღიარებს იესო ქრისტე...
დღეს კაცობრიობა გიგანტურ ნაბიჯებს დგამს ცივილიზაციის გზაზე. ჩვენ მოწმენი ვართ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა, მაგრამ დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ანუ ის უსაჭიროესი პირობა, რომელიც მარად იყო და იქნება აუცილებელი ყოველი დროის ადამი...
იხილეთ სრულად
დღეს კაცობრიობა გიგანტურ ნაბიჯებს დგამს ცივილიზაციის გზაზე. ჩვენ მოწმენი ვართ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა, მაგრამ დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ანუ ის უსაჭიროესი პირობა, რომელიც მარად იყო და იქნება აუცილებელი ყოველი დროის ადამიანისათვის. ხოლო როდესაც შინაგანი მშვიდობაა დაკარგული, მაშინ გარეგანი მშვიდობაც და მასთან ერთად სიხარულიც იკარგება.