მადლი - ციტატები, გამონათქვამები
გამოცდილების მადლი ადამიანის სულში წარუშლელად რჩება და აღარ შორდება მას, რადგან შერწყმულია გულთან, ხოლო პირველი – სულიწმიდის მადლი – ხან მოდის, ხან კი გვტოვებს.
მადლობა შესწირეთ ღმერთს. პირითა და გულით ადიდეთ ის, რადგან თუ განსაცდელს მოთმინებითა და მადლიერებით მივიღებთ, მადლი გვანუგეშებს.
საკუთარი თავი ყველა ძმაზე დაბლა დააყენე, დამდაბლდი და ნახავ, დიდების უფალი რა მადლს მოგანიჭებს.
ზოგჯერ მოუთმენლობა, სასოწარკვეთა და უიმედობა ადამიანს ღვთის მადლს აკარგვინებს, ის კი ამას შეცდომით თავისი ტვირთის სიმძიმეს მიაწერს. ხოლო სიმხნევეს, თავგანწირვას, ვაჟკაცობასა და უფლისადმი რწმენას ღვთის მადლი მოაქვს. გისურვებ, ღმერთ... იხილეთ სრულად
ღმერთი მადლს იმას აძლევს, ვისაც ღვთის შიში აქვს, ყველას პატარა ბავშვივით ემორჩილება და გამუდმებით ეძიებს ღვთის წმინდა ნებას; არასოდეს ითხოვს თავისი ნების აღსრულებას, არამედ ღვთისა და სხვების ნებას ემორჩილება. ყოველთვის ამბობს: „რო... იხილეთ სრულად
მადლი რომ მოგვცეს, ღმერთი ამის წილ ჯანმრთელობას არ გვთხოვს, რადგან ის არ არის ადამიანი თავისი მოთხოვნილებებით, არამედ ღმერთია მოთხოვნილებების გარეშე. სნეულებებსაც ღმერთი უშვებს ჩვენზე და თუ სული მათი საშუალებით განიკურნება, მიზანი... იხილეთ სრულად