სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები
სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები სიმდიდრე, გამონათქვამები, ციტატები
ნამდვილი მორჩილი სულიწმიდის ყველა ნიჭის მრავალ ნაყოფს გამოიღებს და მდიდარია აწ და უკუნისამდე.
სიბრძნე ბევრ სიმდიდრეს გერჩივნოს და გამუდმებით გამოიძიე, რა გარგებს, რათა კარგად წარგემართოს ცხოვრება.
მადლიანი დედაკაცი დიდებას იხვეჭს, უმოწყალო კაცები კი სიმდიდრეს იხვეჭენ.
მოწყალე კაცი თავის სულს სიკეთეს უყოფს, გულქვა კაცი კი თავის სხეულს ღუპავს.
თ. 10–11
145. სხეულის სიცოცხლე და ამა ყოფის მეტისმეტ სიმდიდრესა და ძალაუფლებაში განცხრომა სიკვდილი ხდება სულისთვის. ხოლო მადლიერებითი დამაშვრალობა, მოთმინება, შეჭირვება და სხეულის სიკვდილი სულის სიცოცხლეა და საუკუნო შვება.