გარდაცვალება, სიკვდილი - ციტატები, გამონათქვამები
გარდაცვალება, სიკვდილი - ციტატები, გამონათქვამები გარდაცვალება, სიკვდილი, გამონათქვამები
სიკვდილი სამი სახისაა: ფიზიკური, სულიერი და მარადიული. მაცხოვარმა ჩვენ სულიერი და მარადიული სიკვდილისაგან გვიხსნა. გვიხსნა სულიწმიდის განშორებისა და მარადიული სატანჯველისგან. მან თავისი სისხლით და ხორცით გამოისყიდა პირველქმნილი... იხილეთ სრულად
სიკვდილის დათრგუნვით ჩვენთვის ჯვარცმულმა იესო ქრისტემ სძლია თვით მთავარი იგი ამის სოფლისა (იოანე 12,31), ანუ ეშმაკი, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა სიკვდილზე და ჩვენც ამ დიადი გამარჯვების თანაზიარნი გვყო.
თვისი ვნებითა და აღდგომით მაცხოვარმა გვიხსნა როგორც ხორციელი, ისე, უპირველეს ყოვლისა, სულიერი სიკვდილისაგან - ღვთის მადლისა და მასთან ერთად, სულიერი ნათლის, სიხარულისა და ნეტარების მოკლებისაგან.
ძალები სიკვდილისა ძლიერია, ხოლო სიცოცხლისა და სიყვარულისა - უძლიერესი.
მორწმუნისათვის სიკვდილის საიდუმლო იგივე თავისუფლების, მარადიული სიყვარულის საიდუმლოა.
გულდასმით უნდა ვიკითხოთ დიდებულთა და ღვთისსათნო ჩვენთა წინაპართა ისტორია, უნდა საფუძვლიანად გავეცნოთ წმიდათა ცხოვრებებს, რათა ვისწავლოთ, როგორ განვლიოთ საწუთრო და როგორ შევხვდეთ აღსასრულს.