მტრობა - ციტატები, გამონათქვამები
მტრობა - ციტატები, გამონათქვამები მტრობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ჩვენი მტრები ხშირად გვიხსნიან იმ დამღუპველი განსაცდელისაგან, მოკეთეები უნებურად რომ გვიქმნიან, ჩვენს ახირებას არ ეწინააღმდეგებიან და სულის საზიანოდ ხელის გულზე გვატარებენ.
ძალიან ხშირად ჩვენი მტრები კარგ სამსახურს გვიწევენ: მათ გაკიცხვას სიკეთე მოაქვს, მათი მხილება მაცხოვნებელია, თუკი ისინი ხორციელად გვნებენ, გვეხმარებიან, რომ ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და სული მოვიძიოთ.
ადამიანი მტერს წყევლა-კრულვას უგზავნის, უფრო ხშირად კი საკუთარი ცოდვის წყალობით მოყვარეს მტრად აქცევს.
გიყვარდენ მტერნი თქვენნი და აკურთხევდით მწყევართა თქვენთა, და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა და უკოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქვენ და გდევნიდენ თქვენ. (მათ. 5, 44)
მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია;
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.
ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.
შურიანები მხეცზე უარესნი არიან, რამეთუ მხეცები მხოლოდ მაშინ გვესხმიან თავს, როდესაც შიათ, ანდა - როცა გავაღიზიანებთ; ესენი კი, კეთილის ქმნის შემდეგ კეთილისმყოფელს მტერივით ექცევიან