თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები
თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები თავგანწირვა, თავდადება, გამონათქვამები
ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისთვის მოვიდა ამქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ, ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება არის ჩვენი გადამრჩ... იხილეთ სრულად
იცხოვრე სხვისთვის, როგორც ცხოვრობ საკუთარი თავისთვის, ხოლო ვინც შეძლებს, თავი გაწიროს სხვისთვის, იგი უმაღლეს სათნოებას მოიპოვებს.
სიყვარული სხვისთვის ცხოვრებაა, იგი მზადყოფნაა მოყვასისადმი არამარტო თანადგომის, არამედ თავგანწირვისთვისაც. სახარებაში ვკითხულობთ: "არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისთვის" (ინ. 15,13).
ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს ისეთი თვისებების ქონასაც, როგორიცაა, ერთი მხრივ, თავმდაბლობა, მეორე მხრივ, - უშიშრობა და სხვისთვის თავგანწირვა; ერთი მხრივ, გულწრფელობა და უბოროტობა, მეორე მხრივ, - სიბრძნე და გონიერება, სხვისი აზრის მოსმე... იხილეთ სრულად
გახსოვდეთ, ქორწინება სიყვარულთან ერთად თავდადებასაც გულისხმობს. საუკუნო სიყვარულისა და ერთგულების ფიცით შეკავშირებული მეუღლენი მიემართებიან ერთი გზით, რომელიც მარტო ია-ვარდით არ არის მოფენილი და რომელზეც ხშირად ნარ-ეკალი გვხვდება.... იხილეთ სრულად
პატრიოტი სიცოცხლის გამწირველია. თუ დასჭირდება, უნდა თავიც დადო. აბა, სხვა რას დავარქვათ პატრიოტი?
საღვთო სიტყვის ქადაგება შედარებით მცირე სათნოებაა, უფლისთვის თავის გაწირვა კი – სრული სიყვარულია. ეს იგივეა, რომ სული დადო მოყვასის სიყვარულისთვის.