სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
ყოველგვარი ზრუნვა ზეცისათვის, თუ სინანულით არ არის განსულიერებული, - მკვდარია, არაჭეშმარიტია.
მიუხედავად ადრინდელ ცოდვათა შენანებისა, ძველი სამარცხვინო ცხოვრების მიტოვებისა და ღმრთისგან შენდობის მიღებისა, ჩვენში მაინც რჩება მრავალი სულიერი სნეულებით, ვნებითა და ცოდვითი ჩვევით გამოწვეული ღრმა დაზიანება - დაავადებული გვაქვს ... იხილეთ სრულად
ქრისტიანის სულიერი ცხოვრების გზაზე გადადგმული ყოველი ნაბიჯი სხვა არაფერია, თუ არა საკუთარ ცოდვათა მხედველი გულის სინანული. შენანების შემდგომ მორწმუნისათვის გაიღება საეკლესიო სამყაროში შესასვლელი კარი, მხოლოდ სინანულის წყალობით გაი... იხილეთ სრულად
ადამიანი მუდმივად სცოდავს, ამიტომ სინანულის გრძნობა ქრისტიანისათვის მუდმივი განცდა უნდა იყოს; სიკვდილის ხსოვნის მტერი კი მრავალმზრუნველობა, მრავალმეტყველება და ხუმრობაა.
გალობანი სინანულისანი უგალობდითსა 1. რომლისაცა წინაშე ქედ–დადრეკილ არს ყოველი, მუხლი ყოველი მოდრკების და ენაი ყოველი შენსა ხმობს აღსარებასა, მეცა, სიტყუაო, აღმსარებელსა მომხედენ! 2. ხატსა თვისსა მამსგავსე... იხილეთ სრულად
ცხონების მთელი საიდუმლო სინანულშია. რა მარტივია ეს, რა ცხადია! ღვთისგან ჩვენთვის ნაჩვენებ მაცხოვნებელ სინანულს ვტოვებთ და მოჩვენებით სათნოებებში მოღვაწეობისკენ მივისწრაფით, რადგან ჩვენს გრძნობებს ისინი სიამოვნებს.
მონანიება–სატანისაგან გარიდება და ქრისტესკენ მიქცევა – მართლმადიდებლური სწავლებით ცხონების ათვლის წერტილს წარმოადგენს. იგი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიწერი ცხოვრებისათვის, არამედ მარადისობისათვისაც. ეს არჩევანი ნათლობის საიდუმლოში... იხილეთ სრულად
კარგია, თუ მონაზონი აღესრულება იმავე სავანეში, სადაც მან დაიწყო მონაზვნური ცხოვრება სინანულში, ოღონდ ასევე სინანულში უნდა აღესრულოს.
რა არის ქვეყნად უფრო არასანდო, ვიდრე ადამიანის ფიქრები? რამდენი ადამიანი ინანიებს საღამოს იმას, რაც დღისით ილაპარაკა? თუკი არ გსურს, საკუთარ სულს ავნო, ყველას, ვინც გაკვრით რამეს გეტყვის, ყურს ნუ დაუგდებ, მაგრამ უსმინე, რას ამბობს... იხილეთ სრულად
აღსარება, ანუ გასაგონად წარმოთქმა, არის შინაგანი სინანულის გამოხატვა, მისი შედეგი და მაჩვენებელი. და რა არის სინანული? იგი მხოლოდ საკუთარი ცოდვიანობის შეგნება–გააზრება, ან საკუთარი თავის უღირსობის მარტივი აღიარება არ არის; არც დაშ... იხილეთ სრულად