ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
რატომ ხუჭავენ თვალებს ლოცვის დროს? იმიტომ, რომ ყოვლადუზენაესი არსების უწმიდესი სახის წინაშე წარსდგებიან.
იმისათვის, რომ ღატაკმა მოწყალება მიიღოს, მისკენ ხელი უნდა გაიწოდო; იმისათვის, რომ ჩვილმა საკვები მიიღოს, მან პირი უნდა გახსნას; ამის მსგავსად, ადამიანმა ღვთისკენ ხელი უნდა გაიწოდოს, რათა მის მადლს მისწვდეს; გახსნილი სული უნდა ჰქონ... იხილეთ სრულად
საღრმთო წერილი გვირჩევს, გონივრულად შევიცნოთ ღმერთი, რათა ერთგულად ვემსახუროთ საქმით.
თუ ღმერთთან საუბარი ანუ, ლოცვა ისწავლე და ღმერთის პირის წინაშე კეთილი გრძნობით იქცევი, სული შენი განიწმიდება და ამაღლდება, რაც კი შენში უკეთური, უწმინდური და ხენეშია - ყოველივე დაჩვილდება და დადნება, ხოლო შენ კეთილი, კაცთმოყვარე დ... იხილეთ სრულად
დაე, ყოველი შენი წამოწყების თავი იყოს ღმერთი, რომელიც არის ყოველგვარი სიკეთის მიზეზი, რათა შენ მიერ წამოწყებული საქმე ღმერთის სახელით აღსრულდეს.
უფალი იმას კი არ უყურებს, ვინ რამდენს აკეთებს, არამედ იმას, რისგან წარმოდგება საქმე.
შენი სათნოებების რიცხვი ზეცაში ვარსკვლავთა რაოდენობის ტოლი რომ იყოს, მაშინაც ვერ იქნები სიწმიდით ღვთის თანასწორი.