ეკლესია ორად განიყოფება: დროებითი ეკლესია, მიწიერი ეკლესია, რომელსაც სხვაგვარად მებრძოლი ეკლესია ჰქვია, რომელიც ცისქვეშეთის დაცემულ ბნელ ძალებს ებრძვის, მეორე ეკლესია მარადიული ეკლესიაა ცათა შინა.
ეკლესია არის მორწმუნეთა საზოგადოება, ღვთის სიყვარულით გაერთიანებული, სადაც სრულდება წმიდა საიდუმლოებანი და სადაც არსებობს იერარქია. სიტყვა ეკლესია ბერძნულია და ნიშნავს მოწოდებულთ, შეკრებილთ. ქრისტიანული ეკლესია დაფუძნებულია იესო ქ...
იხილეთ სრულად
ეკლესია არის მორწმუნეთა საზოგადოება, ღვთის სიყვარულით გაერთიანებული, სადაც სრულდება წმიდა საიდუმლოებანი და სადაც არსებობს იერარქია. სიტყვა ეკლესია ბერძნულია და ნიშნავს მოწოდებულთ, შეკრებილთ. ქრისტიანული ეკლესია დაფუძნებულია იესო ქრისტეს მიერ. იგია ეკლესიის უხილავი მეთაური, მაცოცხლებელი და სიკეთის მომნიჭებელი, რაც მტკიცდება შემდეგიდან: გადასცა რა წმიდა მოციქულებს სულიწმიდის მადლი და უფლება ეკლესიის მართვისა, აღუთქვა, რომ ის მარადის მათთან იქნებოდა...
საყდარში კაცის სული და გული დამშვიდებული და დაწყნარებულია, ხოლო სოფელში მარადის აღშფოთებული და მოუსვენებელი. კაცი, სოფლის ამაოებითა და შფოთით დაღლილი და გატანჯული, საყდარში განისვენებს და ყოველ სოფლიურ ზრუნვასა და მწუხარებას ივიწ...
იხილეთ სრულად
საყდარში კაცის სული და გული დამშვიდებული და დაწყნარებულია, ხოლო სოფელში მარადის აღშფოთებული და მოუსვენებელი. კაცი, სოფლის ამაოებითა და შფოთით დაღლილი და გატანჯული, საყდარში განისვენებს და ყოველ სოფლიურ ზრუნვასა და მწუხარებას ივიწყებს. საყდარი მწუხარე კაცის მანუგეშებელია და ყოველი კეთილი საქმისათვის განმაღვიძებელი საყდარი განმანათლებელია და კაცის სულიერი განმზრდელი. სოფელი ადამიანებს ჰყოფს, მოყვასს მოყვასისაგან განაშორებს, ეკლესია კი შეაერთებს ყო...
მართლმადიდებელი ეკლესია - ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომელთა მიზანია, დაიცვან უფლის მცნებები და აღასრულონ მისი ნება. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა დ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი ეკლესია - ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომელთა მიზანია, დაიცვან უფლის მცნებები და აღასრულონ მისი ნება. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და განწმენდისა, სიკვდილზე გამარჯვებისა და ხსნისა.
თუ ავად გახდი, ეკლესია შენთვის ილოცებს, ზეთს აკურთხევს, იესო ქრისტეს სახელით გცხებს და სნეულებათა კერნებასა და ცოდვათა შენდობას მოგანიჭებს. როდესაც ამ სოფლიდან წახვალ, ეკლესია მიგიძღვის ლოცვითა მსხვერპლის შეწირვითა და შენს სულს უ...
იხილეთ სრულად
თუ ავად გახდი, ეკლესია შენთვის ილოცებს, ზეთს აკურთხევს, იესო ქრისტეს სახელით გცხებს და სნეულებათა კერნებასა და ცოდვათა შენდობას მოგანიჭებს. როდესაც ამ სოფლიდან წახვალ, ეკლესია მიგიძღვის ლოცვითა მსხვერპლის შეწირვითა და შენს სულს უფალს ავედრებს. და ბოლოს, როცა შენს ყველა მახლობელს დაავიწყდები, ეკლესია მაშინაც არ დაგივიწყებს, რადგან იგი გარდაცვლილთ ყველა წირვა-ლოცვის დროს იხსენიებს და მათ სულებს ღმერთს ავედრებს. ერთი სიტყვით, დაბადებიდან სიკვდილამდ...
ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის, ის ქრისტიანი არაა, რადგან იესო ქრისტეს მადლს ვერ მიიღებს. რა სახით გადმოგვცემს ეკლესია იესო ქრისტეს მადლს? პირველ რიგში, ნათლისღებით, შემდეგ სახარებისა და საერთოდ საღმრთო წერილის სწავლებით; რაც მთავარია ...
იხილეთ სრულად
ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის, ის ქრისტიანი არაა, რადგან იესო ქრისტეს მადლს ვერ მიიღებს. რა სახით გადმოგვცემს ეკლესია იესო ქრისტეს მადლს? პირველ რიგში, ნათლისღებით, შემდეგ სახარებისა და საერთოდ საღმრთო წერილის სწავლებით; რაც მთავარია ეკლესია არა მხოლოდ იესო ქრისტეს მადლს გვაზიარებს, არამედ გვაერთებს მასთან, როცა უფლის სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. ეკლესია არასოდეს დაგვტოვებს ობლად, სიხარულისა და მწუხარების ჟამს, ჭირსა თუ ლხინში, წმინდა ეკლესია მიგვიძღ...
ეკლესია საზრდოთი გვზრდის. შვიდი საიდუმლოს აღსრულებით ჩვენ იგი სულიერ მადლს მოგვანიჭებს. ყველაზე მთავარი ქველმოქმედება ეკლესიისა ის არის, რომ იგი თავის შვილებს ერთმანეთს აყვარებს და ერთმანეთთან აერთებს. ამაო წუთისოფელი ადამიანს ადა...
იხილეთ სრულად
ეკლესია საზრდოთი გვზრდის. შვიდი საიდუმლოს აღსრულებით ჩვენ იგი სულიერ მადლს მოგვანიჭებს. ყველაზე მთავარი ქველმოქმედება ეკლესიისა ის არის, რომ იგი თავის შვილებს ერთმანეთს აყვარებს და ერთმანეთთან აერთებს. ამაო წუთისოფელი ადამიანს ადამიანისაგან განაშორებს, ეკლესია კი, პირიქით, შეაერთებს. მაგრამ ეკლესიას მხოლოდ მათთვის მოაქვს სარგებელი, განათლება და ცხონება, რომელნიც მის ხმას ისმენდნენ (I, 475-476).
ეკლესიამ უნდა შეგვინარჩუნოს ჩვენი ტრადიცია, სახე, ფესვები. ქართველი კაცი თუ ფესვებს მოწყდა, დაკარგავს იმ სახეს, რომელიც უფალმა გვიბოძა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ფასეულობანი, ის კულტურა, ის ტრადიციები, რომლითაც ამაყობდ...
იხილეთ სრულად
ეკლესიამ უნდა შეგვინარჩუნოს ჩვენი ტრადიცია, სახე, ფესვები. ქართველი კაცი თუ ფესვებს მოწყდა, დაკარგავს იმ სახეს, რომელიც უფალმა გვიბოძა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ფასეულობანი, ის კულტურა, ის ტრადიციები, რომლითაც ამაყობდა და დღესაც ამაყობს ქართველი კაცი.