როგორ, რა სახით უნდა აღასრულოს კაცმა მოწყალება ქრისტიანული? მოწყალება უნდა აღასრულოს კაცმა, პირველად, კეთილი და მხიარული გულით და მისწრაფებით. მეორედ, უდიდესი და უმთავრესი საქმე ის არის, რომ მოწყალება უნდა აღასრულო უანგაროდ, განღვ...
იხილეთ სრულად
როგორ, რა სახით უნდა აღასრულოს კაცმა მოწყალება ქრისტიანული? მოწყალება უნდა აღასრულოს კაცმა, პირველად, კეთილი და მხიარული გულით და მისწრაფებით. მეორედ, უდიდესი და უმთავრესი საქმე ის არის, რომ მოწყალება უნდა აღასრულო უანგაროდ, განღვიძებულმა მხოლოდ ერთითა კეთილის გულის გრძნობითა, მოყვასის სიყვარულითა და უმეტესად სარწმუნოებითა. არიან მრავალნი ქრისტიანეთა შორის, რომელნი აღასრულებენ მდიდრად და უხვად მოწყალებასა, ასობით და ათასობით მოახმარებენ ღარიბთა კ...
ვის უნდა უყოს კაცმა მოწყალება? ყოველს შეწუხებულს და გაჭირვებულს კაცს, ვინც გინდა იყოს იგი, თუ გინდ მახლობელი და მონათესავე კაცი, თუ გინდ უცხო, უცნობელი და სხვა სჯულის კაცი: ურია, გინდა თათარი. რაოდენადაც შეგიძლია და ვისდამიც შეგიძ...
იხილეთ სრულად
ვის უნდა უყოს კაცმა მოწყალება? ყოველს შეწუხებულს და გაჭირვებულს კაცს, ვინც გინდა იყოს იგი, თუ გინდ მახლობელი და მონათესავე კაცი, თუ გინდ უცხო, უცნობელი და სხვა სჯულის კაცი: ურია, გინდა თათარი. რაოდენადაც შეგიძლია და ვისდამიც შეგიძლია, ჰყავ მოწყალება. ერთი მხოლოდ გაარჩიე: ვინც უფრო გაჭირვებულია, წინა პირველად მას შეეწიე.
დიდი სათნოება არის მოწყალება. ეს იცის ყოველმა ქრისტიანე კაცმა, და არა თუ ქრისტიანეთა, არამედ სხვათა, უცხო სჯულისა კაცთა; მაგალითებრ, მაჰმადიანთა, ურიათა დიდ სათნოებათ მიაჩნიათ მოწყალება და დიახაც სცდილობენ აღასრულონ იგი. გარნა ქრი...
იხილეთ სრულად
დიდი სათნოება არის მოწყალება. ეს იცის ყოველმა ქრისტიანე კაცმა, და არა თუ ქრისტიანეთა, არამედ სხვათა, უცხო სჯულისა კაცთა; მაგალითებრ, მაჰმადიანთა, ურიათა დიდ სათნოებათ მიაჩნიათ მოწყალება და დიახაც სცდილობენ აღასრულონ იგი. გარნა ქრიტიანული მოწყალება დიდად განსხვავებულია მათი მოწყალებისაგან. ქრისტიანული მოწყალება არის ბუნებითი გრძნობა კეთილი კაცის გულისა, გარნა უმეტესად განღვიძებული და გაღონიერებული სარწმუნოებითა. თუ კაცს გული არა აქვს გაფუჭებული და...
ყოველი სული ქრისტიანე უნდა ცდილობდეს, რომ ემსახუროს მოყვასთა თვისთა რაოდენ ძალუძს და ამაში ხედვიდეს თვისსა პატივსა და პირველობასა. არც ერთი კაცი არ არის ქვეყანაზედ რომელსა არ ჰყავდეს მახლობელნი ნათესავნი, შინაურნი პირნი, რომელნი მ...
იხილეთ სრულად
ყოველი სული ქრისტიანე უნდა ცდილობდეს, რომ ემსახუროს მოყვასთა თვისთა რაოდენ ძალუძს და ამაში ხედვიდეს თვისსა პატივსა და პირველობასა. არც ერთი კაცი არ არის ქვეყანაზედ რომელსა არ ჰყავდეს მახლობელნი ნათესავნი, შინაურნი პირნი, რომელნი მისგან მოელიან შემწეობასა. თუ სხვებს ვერ ემსახურები, იმათ მაინც შეეწიე, იმათ ბედნიერებას მაინც ეცადე; ბოლოს, თუ ისრეთი უსაშველო და უღონო კაცი ხარ, რომ ვერცა ერთსა მოყვასსა შენსა ვერ ემსახურები, და ვერ შეეწევი, მარტო თავი ...
როდესაც შენ, ძმაო ემსახურები გაჭირვებულსა და გლახაკსა, მაშინ თვით ქრისტესა ემსახურები. მრავალგზის გვესმის ჩვენ ეს დიდი ჭეშმარიტება, გარნა მრავლისა თქმისა და სმენისაგან ისე მიეჩვია ჩვენი ყური, რომელ იგი დიდად არაფრად მიგვაჩნია, მაშ...
იხილეთ სრულად
როდესაც შენ, ძმაო ემსახურები გაჭირვებულსა და გლახაკსა, მაშინ თვით ქრისტესა ემსახურები. მრავალგზის გვესმის ჩვენ ეს დიდი ჭეშმარიტება, გარნა მრავლისა თქმისა და სმენისაგან ისე მიეჩვია ჩვენი ყური, რომელ იგი დიდად არაფრად მიგვაჩნია, მაშინ როდესაც ჭეშმარიტისა ქრისტიანისათვის არა რაი არს უტკბილესი იმ აზრისა, რომელ როდესაც იგი ემსახურება გაჭირვებულსა თვისსა მოყვასსა, მაშინ იგი ემსახურება, ავასხებს თვით ქრისტესა.
როდესაც შენის ნამეტნავისაგან შენისა მოსამსახურის ხელით გლახაკსა გაუგზავნი მცირე რასმე მოწყალებას, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მაცხოვარი იმას მოითხოვს, რომ შენი ხელით აღასრულო მცნება მოწყალებისა, მოითხოვს მისთვის, რომ, ოდეს შენ...
იხილეთ სრულად
როდესაც შენის ნამეტნავისაგან შენისა მოსამსახურის ხელით გლახაკსა გაუგზავნი მცირე რასმე მოწყალებას, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მაცხოვარი იმას მოითხოვს, რომ შენი ხელით აღასრულო მცნება მოწყალებისა, მოითხოვს მისთვის, რომ, ოდეს შენ პირადად, შენი ხელით ემსახურები გაჭირვებულსა, მაშინ შენ გულიც გაგიკეთდება, მიეჩვევი ღვთის მორჩილებასა, სიმდაბლესა, ჭეშმარიტად და გულითად შეიყვარებ მას, რომელსაც შენი ხელით ემსახურები, და ამ სახით მოწყალებასა შენსა ექნება...
ერთობ საკვირველი არის, ძმანო ჩემნო, რომელ უკანასკნელსა ამას და საშინელსა წამსა, ოდეს ყოველი კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა განჩინებასა და შეიტყობს საუკუნესა ხვედრსა თვისსა, მაცხოვარი სხვას არაფერს არ გაახსენებს ...
იხილეთ სრულად
ერთობ საკვირველი არის, ძმანო ჩემნო, რომელ უკანასკნელსა ამას და საშინელსა წამსა, ოდეს ყოველი კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა განჩინებასა და შეიტყობს საუკუნესა ხვედრსა თვისსა, მაცხოვარი სხვას არაფერს არ გაახსენებს და არ უქებს მართალთა თვინიერ ამისა, რომელ იგინი იყვნენ მოწყალენი, თუმცა, უეჭველია, რომ მათ სხვანიცა მრავალნი შეამკობდნენ სათნოებანი. ეგრედვე ცოდვილთა სხვა მიზეზს არაფერს ეტყვის, დააყვედრებს მხოლოდ იმას, რომ იგინი იყვნენ ...
რაც გინდა ღარიბი იყოს კაცი და საწყალი, მაინც შეუძლიან აღასრულოს მოწაყლება. ვსთქვათ, რომ შენ ღარიბი და საწყალი კაცი ხარ; გარნა ზოგიერთნი შენზედ უღარიბესნი და გაჭირვებულნი არიან. თუ ბევრის მიცემა არ შეგიძლიან, ცოტაოდენი მოწყალება მა...
იხილეთ სრულად
რაც გინდა ღარიბი იყოს კაცი და საწყალი, მაინც შეუძლიან აღასრულოს მოწაყლება. ვსთქვათ, რომ შენ ღარიბი და საწყალი კაცი ხარ; გარნა ზოგიერთნი შენზედ უღარიბესნი და გაჭირვებულნი არიან. თუ ბევრის მიცემა არ შეგიძლიან, ცოტაოდენი მოწყალება მაინც უყავ. თუ ფულით, ანუ ნივთით არ შეგიძლიან მოწყალება, სიტყვით მაინც უყავ მოწყალება, ესე იგი შეწუხებულს კაცს ნუგეში ეც, უგუნური და უჭკუო კაცი დაარიგე და მოაქციე. იქნება შენ მართლა საწყალი და ღარიბი კაცი ხარ, მაგრამ იქმნე...
მოწყალე კაცი თავის სულს აცხოვნებს; უწყალო თავის სულს წარწყმედს. მოწყალებას კაცი კაცს კი არ აძლევს, თვით იესო ქრისტეს აძლევს; უწყალო კაცი თვით იესო ქრისტეს უარყოფს. ამისთვისცა იტყვის მაცხოვარი საშინელსა სამსჯავროსა ზედა: „მშიერ ვიყ...
იხილეთ სრულად
მოწყალე კაცი თავის სულს აცხოვნებს; უწყალო თავის სულს წარწყმედს. მოწყალებას კაცი კაცს კი არ აძლევს, თვით იესო ქრისტეს აძლევს; უწყალო კაცი თვით იესო ქრისტეს უარყოფს. ამისთვისცა იტყვის მაცხოვარი საშინელსა სამსჯავროსა ზედა: „მშიერ ვიყავ და არა მეცით მე ჭამადი, შიშველ ვიყავ და არა შემმოსეთ მე“.