ეს მწუხარება სულში შეურაცხყოფის გზით კი არ შეჰყავს, როგორც ჩვევია ეშმაკს, არამედ სულსა და მის ყველა ძალის თხელ, გონებისმიერ აპკს გადააფარებს, ამით სულს აუხეშებს და გრძნობიერებას აკარგვინებს. ეშმაკი მწუხარებით კლავს სიყვარულსა და რ...
იხილეთ სრულად
ეს მწუხარება სულში შეურაცხყოფის გზით კი არ შეჰყავს, როგორც ჩვევია ეშმაკს, არამედ სულსა და მის ყველა ძალის თხელ, გონებისმიერ აპკს გადააფარებს, ამით სულს აუხეშებს და გრძნობიერებას აკარგვინებს. ეშმაკი მწუხარებით კლავს სიყვარულსა და რწმენას, და გონებას იმის უნარს ართმევს, რომ გადარჩენის გზა ეძებოს.
გამოხატე შენი სულის უნუგეშო მწუხარება ძვირფასი ადამიანების დაკარგვისას, მაგრამ გამოხატე ის მხურვალე ცრემლით და ნუგეშინისმცემელი ღვთისადმი ლოცვითი მოხმობით; და შენ განმტკიცდები ღვთის ყოვლადბრძნული და ყოვლადსახიერი განგებულების მანუ...
იხილეთ სრულად
გამოხატე შენი სულის უნუგეშო მწუხარება ძვირფასი ადამიანების დაკარგვისას, მაგრამ გამოხატე ის მხურვალე ცრემლით და ნუგეშინისმცემელი ღვთისადმი ლოცვითი მოხმობით; და შენ განმტკიცდები ღვთის ყოვლადბრძნული და ყოვლადსახიერი განგებულების მანუგეშებელ ერთგულებაში და ძალიან ჩქარა მწუხარება შეგიმსუბუქდება და სიმწარეში ნუგეშს მიიღებ. დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღადვყავ შენდამი“, – გიგალობს მეფსალმუნე – და „ისმინე ჩემი“.
ფსალმუნი 85, 7
როგორც თესლს სჭირდება წვიმა, ასევე ჩვენ გვჭირდება ცრემლები, როგორც მიწა უნდა მოიხნას და დაიბაროს, ასევე ჩვენს სულს ნიჩაბის ნაცვლად სჭირდება განსაცდელები და მწუხარება, რათა არ აღმოაცენოს სარეველა, შერბილდეს მისი სისასტიკე და არ გაა...
იხილეთ სრულად
როგორც თესლს სჭირდება წვიმა, ასევე ჩვენ გვჭირდება ცრემლები, როგორც მიწა უნდა მოიხნას და დაიბაროს, ასევე ჩვენს სულს ნიჩაბის ნაცვლად სჭირდება განსაცდელები და მწუხარება, რათა არ აღმოაცენოს სარეველა, შერბილდეს მისი სისასტიკე და არ გაამაყდეს. ჯანსაღ ნაყოფს მიწაც კი ვერ გამოიღებს გულმოდგინე დამუშავების გარეშე.
მოთმინებით გადაიტანეთ ყველა ის განსაცდელი – ჭირნი და მწუხარებანი, რომელნიც კი ამქვეყნიურ ცხოვრებაში შეგემთხვევათ და მადლი შესწირეთ მათ გამო უფალს უდიდესი სიმდაბლით, რათა ჭეშმარიტი სიხარული იგემოთ თქვენი შრომისათვის.
ვინც ჩვენ მწუხარება მოგვაწია თავს, უნდა ვმადლობდეთ, რადგან მის მიერ ჩვენი უძლურება და სატკივარი ვიცანით. და ყოველივე მის მიერ მოწევნული მივიღოთ, როგორც წამალი ქრისტესგან. მაგრამ თუ არ გვსურს განკურნება, სულიერ სენთაგან გათავისუფლე...
იხილეთ სრულად
ვინც ჩვენ მწუხარება მოგვაწია თავს, უნდა ვმადლობდეთ, რადგან მის მიერ ჩვენი უძლურება და სატკივარი ვიცანით. და ყოველივე მის მიერ მოწევნული მივიღოთ, როგორც წამალი ქრისტესგან. მაგრამ თუ არ გვსურს განკურნება, სულიერ სენთაგან გათავისუფლება, არამედ გვინდა ჩვენს მძიმე ტკივილებში ყოფნა, რა უნდა გვიყოს უფალმა; ხომ მოგვცა წამალი მცნებების სახით. ხოლო ჩვენ არ ვისარგებლეთ ამ წამლით ჩვენივე ნებით, რასაც შეეძლო ჩვენი განწმენდა, როგორც ქვეყნიური წამალი განწმენდს ...
ადამიანთა ბედნიერება სიცილსა და მწუხარების კვნესას შორის გაიელვებს ხოლმე რაღაც იდუმალი ღიმილი, რომელიც ათბობს, მაგრამ არ წვავს. ეს ღიმილი სრულებით არ ჰგავს ცინიკოსის დამცინავ, ცივ ჩაცინებას. დედის ღიმილი მოთამაშე ჩვილის საწოლთან ა...
იხილეთ სრულად
ადამიანთა ბედნიერება სიცილსა და მწუხარების კვნესას შორის გაიელვებს ხოლმე რაღაც იდუმალი ღიმილი, რომელიც ათბობს, მაგრამ არ წვავს. ეს ღიმილი სრულებით არ ჰგავს ცინიკოსის დამცინავ, ცივ ჩაცინებას. დედის ღიმილი მოთამაშე ჩვილის საწოლთან ანდა წმიდანის ღიმილი, რომელიც ამა ქვეყნის ძლიერთ მიემართება, ამ იდუმალ, ამაღლებულ ღიმილს ჰგავს.
სხვას რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩუმი სიხარული, თუ არა ბედნიერების სიხარულში და მწუხარების ტირილში თანამონაწილეობა? რაზე მიგვა...
თუ გსურს, რომ ბოროტმა აზრებმა არ შეგაწუხოს, მაშინ სულიერი დამცირება და ხორციელი მწუხარება მიიღე არა ნაწილობრივ, არამედ ყოველთვის, ყოველგან და ყოველი საქმის დროს.