სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული, გამონათქვამები, ციტატები
შენ უნდა იყო იქ, სადაც უფალია, სადაც მეუფებს რწმენა, სასოება და სიყვარული. შენ უნდა იყო იმ წიაღში, სადაც ანგელოზთა და წმინდანთა დასია, რადგან გამოსყიდული ხარ მაცხოვრის სისხლით და არა გაქვს უფლება, არად ჩააგდო უფლის თავგანწირვა შენ... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტების შეცნობა და თავისუფლება სუფთა, უმანკო გულიდან მომდინარეობს. გული ჩვენი მესამე თვალია. რწმენა, სასოება და სიყვარული მისი უმთავრესი თვისებებია.
ღვთის განკაცების მიუწვდომელ საიდუმლოს მხოლოდ ის შეიგრძნობს, ვინც ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით შეიმოსება, რადგანაც ღმერთი სიყვარულია და რომელიც სიყვარულით მყოფობს, ღმერთი მასთანაა და იგი ღმერთთან, ხოლო ღმერთი მასში (1 ინ. 4.16)... იხილეთ სრულად
თუ თავმდაბლობა და სიყვარული, უბრალოება და სიკეთე, მჭიდროდ არ იქნება შერწყმული ლოცვასთან, მაშინ თვით ლოცვას ან, უფრო სწორად, ლოცვის ნიღაბს, ძალზედ მცირედი სარგებელი ექნება. ამას ვამბობთ არამარტო ლოცვის, არამედ ყოველგვარი ღვაწლისა დ... იხილეთ სრულად
სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა - ღარიბი.
ფუტკარი თაფლს არ აკეთებს, ვიდრე ყვავილებზე მოსვენებით ზის. ადამიანიც, ვიდრე მოსვენებულ მდგომარეობაში, სიამოვნებასა და ბედნიერებაში იმყოფება, არ გამოაჩენს თავის თავში რწმენის, სიყვარულისა და ლოცვის ნაყოფს.