წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
32. ხორცის გულისთქმა საწინაღმდეგოა სულისა, ხოლო სულის გულისთქმა - ხორცისა (გალ.5.17), სულით მავალნი კი ხორცის გულისთქმას არ აღასრულებენ (გალ.5.17).
31. შეუძლებელია მყუდროება გონებისა სხეულის გარეშე, არცთუ ამათ შორის აღმართული"შუაკედელი" დაირღვევა მყუდროებისა და ლოცვის გარეშე (შდრ. ეფეს.1.14).
30. მყუდროება ესაა უკეთურებათა მოკვეთა და თუნდაც რომ ზემოხსენებული ოთხი სათნოებაც შესძინოს მან თავის ლოცვას, ვერაფერი იქნება მისთვის მყუდროებაზე უფრო სწრაფი შემწე უვნებობისკენ.
28. არსებობს მოქმედება მადლისა, რაც უცნობია სულიერად ჩვილთათვის, და არსებობს მოქმედება უკეთურებისა, ჭეშმარიტებას მიმსგავსებული, თუმცა სჯობს ნურც შევეტკბობით მათ (რადგან იქნებ საცთურია) და ნურც შევაჩვენებთ (რადგან იქნებ ჭეშმარიტება... იხილეთ სრულად
26. ადამიანი გაჭირვებით იცავს მისთვის ბუნებრივს, ქრისტე კი ჯვრის მიერ ღვთისშვილობას ანიჭებს მას.
25. მმარხველი განეშორება ნაყროვანებას, უპოვარი - ანგარებას, მემყუდროე - მრავალსიტყვაობას, განწმენდილი - სიამეთმოყვარეობას, უმწიკვლო - სიძვას, თვითკმარი - ვერცხლისმოყვარეობას, მშვიდი - მშფოთვარებას, მდაბალი - ცუდმედიდობას, მორჩილი ... იხილეთ სრულად
24. ყველა კეთილი საქმე, რასაც კი ჩვენი ბუნების კვალობაზე აღვასრულებთ, უკეთურისგან განგვარიდებს, მაგრამ სიწმინდე რომ შეგვმატოს, მადლის გარეშე არ ძალუძს.
23. რომლებიც ღირსნი გავხდით ახალშობის ემბაზისა, კეთილ საქმეებს გავცემთ არა სანაცვლო მისაგებელად, არამედ ჩვენდამი მონიჭებული სიწმინდის დასაცველად.
22. როდესაც გესმის წერილის სიტყვები, რომ უფალი საქმეთაებრ მიუზღავს ყველას (ფს. 61.13), იგულისხმე არა საქმენი - გეჰენიისა თუ სასუფევლის ღირსნი, არამედ საქმენი მისდამი ურწმუნოებისა თუ რწმენისა, რასაც ქრისტე შესაბამისად აუნაზღაურებს ... იხილეთ სრულად