წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

მიცვალება ყოვლადწმიდის ღვთისმშობლისა იყო მხოლოდ სამი დღის მიძინება, ანუ მშვიდობიანი და აღვსებული ნიშებითა და სასწაულებითა მოსვენება. ამისთვისაც სიკვდილსა მისსა ვუწოდებთ მიძინებად. გვიხარის ჩვენ და ვდღესასწაულობთ დღეს კიდევ მისთვის, რომ ყოვლადწმიდა, შემდგომად გარდაცვალებისა, დასდგა მახლობელად ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, მლოცველი და შუამდგომელი ჩვენ ყოველთა ქრისტიანეთათვის. მიცვალება ყოვლადწმიდის ღვთისმშობლისა იყო

ღმრთის სასუფეველში ყოველთა უდიდესი და უპირველესი ის იქნება, რომელიც ამქვეყნად ყოველთა უმეტეს სამსახურსა და სარგებელს მოუტანს თავის მოყვასს, და არა ის, რომელსაც ყოველი კაცი ემონება და ემსახურება. ღმრთის სასუფეველში ყოველთა უდიდესი და

პატივისა და მთავრობისმოყვარე კაცის ბუნებაში ღრმადაა ჩანერგილი. თითქმის ყოველი ხორციელი კაცი ცდილობს, რომ თავისი თავი განასხვავოს, ან აღამაღლოს მოყვასთა შორის, კაცთა ყურადღება მიიზიდოს, საზოგადოებაში გავლენა და მთავრობა მოიპოვოს. არა მხოლოდ ისეთნი პირნი, რომელნიც სულიერი და ხორციელი ნიჭებით მართლაც შემკულნი არიან, არამედ, რაც უმეტესად საკვირველია, ხშირად თვით უნიჭონი და არაფრით შესანიშნავნი პირნი პატივის მოყვარეებად და მთავრობის მაძიებლებად გამოჩნდებიან. პატივისა და მთავრობისმოყვარე კაცის ბუნებაში

„დედაკაცი კეთილი ახარებს ქმარსა მისსა და წელთა მისთა აღავსებს მშვიდობითა“; „მდაბალი დედაკაცი, ქმარსა მისსა და ძვალთა მისთა განაპოხებს ხელოვნება მისი“; „ნიჭი უფლისა – დედაკაცი მდუმარე“; „მადლი მადლსა ზედა დედაკაცი მორცხვედი“ (ისუ ზირ. 26. 2, 16, 17, 19). აჰა, როგორ შეამკობს ისუ ზირაქი კეთილსა დედაკაცსა. სჩანს, რომ ძველ აღთქმაშიაც დედაკაცებში მოსწონდათ მორცხვედობა, მდუმარება, კეთილობა, მყუდროება, ოჯახის მეურნეობა და ოჯახისათვის მზრუნველობა. თუ ძველ აღთქმაში ესრეთი იყო მხედველობა და დანიშვნა (დანიშნულება) ქალისა, მით უმეტესად ახალ აღთქმაში კაცნი უნდა იყვნენ შემკობილნი იმავე და უმჯობესითა სათნოებითა. დედაკაცი კეთილი ახარებს ქმარსა მისსა და წელთა

„დედაკაცისა კეთილისა სანატრელ არს ქმარი და რიცხვი დღეთა მისთა მრჩობლ“ (ისუ ზირ. 26.1). ესე იგი, ბედნიერი და სანატრელი არის კეთილი ქალის ქმარი, მისი ცხოვრება ქვეყანაზე ორკეც იქნება, ერთი–ორად გაგრძელდება. ამ აზრს, მე მგონი, ყოველი კაცი და ქალი დასთანხმდება. ვინ არ იცის, რა ბედნიერება არის კაცისათვის კეთილი ცოლი. ისიც უეჭველია, რომ ამისთანა ქალის ქმარი უფრო დიდხანს იცხოვრებს ქვეყანასა ზედა. როგორც შფოთი და მწუხრება შეამოკლებს ცხოვრებასა კაცისასა, მსგავსადვე მყუდროება და სიხარული შინაური გააგრძელებს მას. დედაკაცისა კეთილისა სანატრელ არს ქმარი და

„რისხვა და ურცხვინოება და კდემა დიდი დედაკაცისა, უკეთუ ხელმწიფებს ქმარსა მისსა“ (ისუ ზირ. 25.24). ესე იგი, თუ დედაკაცი უფლობს, ანუ უფროსობს თავის ქმარზეო, ის დიდი სირცხვილი, კდემა და ურცხვინოება არისო. იქნება აქ ვინმემ ამის წინააღმდეგი იფიქროს – „განა არ შეიძლება რომ ზოგჯერ ცოლი უფრო ჭკუიანი და მხნე იყოს, ვიდრეღა ქმარი მისი? ცუდი რა იქნება, რომ იმან დაიწყოს უფროსობა ოჯახში და ამით ოჯახი გაკეთდეს?“ არა, დანო ჩემნო! უფროსობა და უფლება ცოლისა ქმარსა ზედა, როგორც ძველს აღთქმაში, აგრეთვე არც ახალს აღთქმაში არ არის შენდობილი. რაც გინდ უმჯობესი და უგონიერესი იყოს ცოლი ქმარსა ზედა, მაინც იმას უნდა ემორჩილებოდეს. ოჯახის წარმატებას და გაკეთებას ეს არ დაუშლის, ქმრის პატივისცემა და მორჩილება შეიძლება კეთილად შეერთდეს ზრუნვასა, შრომასა და გაკეთებასა ოჯახისასა. რისხვა და ურცხვინოება კდემა დიდი დედაკაცისა

„უმჯობეს არს ცხოვრება ლომთა თანა და ვეშპთა, ვედრე ცხოვრება დედაკაცისა ბოროტისა თანა (ისუ ზირ. 25.18). იქნება ეს სიტყვები ვისმეს თქვენგანს ეჩვენოს ნამეტან ფიცხლად და უადგილოდ, მეტადრე ვისაც არ გამოუცდია ცხოვრება ბოროტისა დედაკაცისა თანა, ის იფიქრებს ამ სახით. მაგრამ თუ ჰკითხავ იმ კაცებს, რომელთაც დიდხანს უცხოვრიათ ბოროტთა დედაკაცთა თანა, ისინი დასთანხმდებიან ისუ ზირაქის აზრსა. მართლა, ერთობ დიდი უბედურება და მოუთმენელი განსაცდელი არის ცხოვრება ბოროტისა დედაკაცისა თანა. უმჯობეს არს ცხოვრება ლომთა თანა და ვეშპთა

თვინიერ სიმდაბლისა (სიმდაბლის გარეშე) არც ერთს სხვა სათნოებას არა აქვს ფასი. სიმდაბლე და სიმშვიდე მით არის საკვირველი, რომ ღირსთა, მაღალთა, სათნოთა კაცთა ღირებასა იგი დააგვირგვინებს და თუ ვისმეს სხვა არაფერი სათნოება არა აქვს და არაფერი კეთილი საქმით ღმერთი არ ასიამოვნა, შეავსებს მის ნაკლულევანებას და მარტო იგი გაამართლებს, მიიზიდავს თავსა მისსა ზედა ღვთის მოხედვასა: „რამეთუ მოჰხედა სიმდაბლესა ჩემსა“ (ლუკა 1. 48). თვინიერ სიმდაბლისა (სიმდაბლის გარეშე) არც

რით და რისთვის მიიღო ქალწულმა მარიამმა ეგოდენი მადლი ღვთისა, რომ იქმნა აღრჩეული მთელი კაცობრივისა ნათესავისაგან მსახურებად ღვთის განხორციელებისა? მართალია, იგი იყო შემკული ყოვლითა სათნოებითა, რა ზომადაც შეიძლება კაცის ბუნებისათვის, ისე რომ, ვიდრემდის ახარებდა მას მთავარანგელოზი, იგი კიდეც იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. გარნა ყოველთა მისთა ნიჭთა და მადლთა და სათნოებათა შორის უდიდესი და უსანატრელესი იყო მისი სიმდაბლე და სიმშვიდე. რით და რისთვის მიიღო ქალწულმა მარიამმა

თუ ვისმეს გაგიჩნდეს გულში წმინდა, ღვთისნიერი სიხარული, ზომაზე არ გადახვიდე. ღვთის წინაშე და ღვთის მადლისაგან გახარებული კაცი, სიხარულსაც კრძალვით და შიშით უნდა შეაზავებდეს: „ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით, – იტყვის დავით წინასწარმეტყველი (ფსლ. 2, 11). თუ ვისმეს გაგიჩნდეს გულში წმინდა, ღვთისნიერი

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1