ჩვენი ცხონების მტერი ჩვეულებრივ ისე იქცევა, რომ როდესაც უკანონოდ ვცხოვრობთ, ჩვენს ცოდვას მცირემნიშვნელოვნად წარმოგვიდგენს, რომელთანაც თითქოსდა ზეცისა და მიწის მეუფეს, მისი დიდებულების გამო არანაირი საქმე არ ჰქონდეს; ხოლო როდესაც დაინახავს, რომ სინანულს ვიწყებთ და ვნებების ჯაჭვის გაწყვეტა გვსურს, ღმერთს უმოწყალო მსაჯულად გვაჩვენებს, ჩვენს ცოდვებს კი - სრულიად მიუტევებლად.
სიკეთენი და მოწყალებანი და ყოველგვარი გარეგნული სათნოება როდი არბილებს გულის სიზვიადეს, არამედ გონებრივი ქმედება, სინანულის ტკივილი, შემუსვრილება და სიმდაბლე, ყოველივე ეს ამდაბლებს აზრთა უწესო მდინარებას.
ნათლისღების განმეორება არ შეიძლება. თუკი ერთხელ ვერ წარემატე, მაშინ მხოლოდ გულწრფელი სინანულითაა შესაძლებელი საქმის გამოსწორება და ნათლისღების საიდუმლოში მიღებული და შემდგომ შეცოდებათა გამო დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნება.