სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სიყვარული - ეს უპირველესი და მთავარი გრძნობაა, რითაც უნდა აღიბეჭდოს ჩვენი ყოველგვარი დამოკიდებულება უფლისადმი; მაგრამ ცივი, არაფრით გამოხატული სიყვარული, სხვა არაფერია, თუ არა - ცარიელი მოჩვენება, უსიცოცხლო გამოსახულება, ცეცხლის ფერწერული გამოსახულების მსგავსი, რომელიც ფერთა სიმკვეთრის მიუხედავად, არც ანათებს, არც ათბობს; ვინაიდან თუკი რწმენა, მოციქულის მოწმობით, "საქმეთა გარეშე მკვდარია" (იაკ. 2, 20), მაშ, როგორ შეიძლება, არსებობდეს საქმეთა გარეშე სიყვარული, რისგანაც თვით რწმენაც სესხულობს თავის ძალას და ქმედითობას (გალ. 5, 6)? სიყვარული - ეს უპირველესი და მთავარი

ღვთისადმი სიყვარულით ადამიანისთვის ყველგან სამოთხეა; მის გარეშე კი - ყველგან ჯოჯოხეთი. ღვთისადმი სიყვარულით ადამიანისთვის ყველგან

თუ მოწყენილი ხარ, ეს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ გიყვარს უფალი. თუ სასძლოს თავისი სასიძო უყვარს, მაშინ საყვარელ ადამიანთან ერთად მისთვის არც სიღარიბე, არც უბედურებები, არც ჯურღმული არაა ძნელი; მხოლოდ მასთან განშორება უძნელდება: მაშინ ვერც სიმდიდრე, ვერც სიხარული ვერ ანუგეშებს მას. თუკი ადამიანურ სიყვარულს ეს შეუძლია, მაშინ რას არ გააკეთებს ღვთაებრივი სიყვარული? შეიყვარეთ ღმერთი და დაავანეთ იგი თქვენს გულებში და მაშინ არ მოიწყენთ, არამედ ყოველთვის ენითაუღწერელ სიხარულსა და სიტკბოებას იგრძნობთ, ყოველთვის სულიერი ნუგეში გექნებათ (ფს. 33, 9). თუ მოწყენილი ხარ, ეს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ

ღვთის გარეშე, რასაც არ უნდა ვეთაყვანებოდეთ, ყოველთვის რაღაც გვაკლია, ჩვენი გული ყოველთვის რაღაცას ეძიებს, და ნეტარი ავგუსტინეს შესანიშნავი სიტყვებით: "მანამდე მღელვარებს, ვიდრე ღვთაებრივ სიყვარულს არ მიაღწევ". ღვთის გარეშე, რასაც არ უნდა ვეთაყვანებოდეთ

ქვეყანა და ყველაფერი, რაც ამქვეყნადაა, არაფერს ნიშნავს იმისათვის, ვისთვისაც უფალი ყველაფერია. ქვეყანა და ყველაფერი, რაც ამქვეყნადაა

"როგორ დავიცვათ თავი ცდუნებებისგან?" - ჰკითხა ერთმა ამბა პიმენს. წმიდა ბერმა უპასუხა: "ქვაბში, რომელიც მუდმივად თუხთუხებს, ბუზი ვერ ჩავარდება: და სულაც, რომელიც უფლისადმი სიყვარულით არის მხურვალე, ვერაფერი აცდუნებს. როგორ დავიცვათ თავი ცდუნებებისგან? - ჰკითხა

ამქვეყნად არაფერია ისეთი, რაც შეძლებდა ღვთისადმი სიყვარული ამოეძირკვა იმ გულიდან, რომელშიც იგი დასახლდა. ამქვეყნად არაფერია ისეთი, რაც შეძლებდა

შეიყვარე უფალი მთელი გულით, მთელი სულით და მთელი შენი არსებით, თუ გსურს, თავიდან აიცილო მარადიული ტანჯვა-წამება სიკვდილის შემდეგ, თუ გსურს, იგემო მარადიული სიხარული, მარადიული ნეტარება - ჯერ კიდევ დედამიწაზე, რომელიც, დამიჯერე, ისეთი დიდებულია, ისე აკმაყოფილებს ჩვენი გულის მოთხოვნილებებს, რომ უკვე ვერაფერი მოგხიბლავს ამქვეყნად. შეიყვარე უფალი მთელი გულით, სულით და შენი

ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლში იწვოდე, რომ არ დაიწვა იმით, რითაც - დემონები ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლში იწვოდე, რომ არ

საკუთარი თავისადმი სიყვარული მსხვეროლად იწირავს მოყვასისადმი სიყვარულს. საკუთარი თავისა და მოყვასის სიყვარული კი მსხვერპლად ღვთისადმი სიყვარულს შეიწირავს. საკუთარი თავისადმი სიყვარული მსხვეროლად

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2