მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
ერთობ საკვირველი არის, ძმანო ჩემნო, რომელ უკანასკნელსა ამას და საშინელსა წამსა, ოდეს ყოველი კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა განჩინებასა და შეიტყობს საუკუნესა ხვედრსა თვისსა, მაცხოვარი სხვას არაფერს არ გაახსენებს ... იხილეთ სრულად
რაც გინდა ღარიბი იყოს კაცი და საწყალი, მაინც შეუძლიან აღასრულოს მოწაყლება. ვსთქვათ, რომ შენ ღარიბი და საწყალი კაცი ხარ; გარნა ზოგიერთნი შენზედ უღარიბესნი და გაჭირვებულნი არიან. თუ ბევრის მიცემა არ შეგიძლიან, ცოტაოდენი მოწყალება მა... იხილეთ სრულად
მოწყალე კაცი თავის სულს აცხოვნებს; უწყალო თავის სულს წარწყმედს. მოწყალებას კაცი კაცს კი არ აძლევს, თვით იესო ქრისტეს აძლევს; უწყალო კაცი თვით იესო ქრისტეს უარყოფს. ამისთვისცა იტყვის მაცხოვარი საშინელსა სამსჯავროსა ზედა: „მშიერ ვიყ... იხილეთ სრულად
ვინც მოწყალე არის თავის ძმაზედ, მას ღმერთიც შეიწყალებს; ვისაც ებრალება თვისი მოყვასი, მას ღმერთიც შეიბრალებს; ვინც მოეხმარება თავისს მოყვასს, ნუგეშსცემს, ხელს შეუწყობს, გლახაკს შეეწევა, უგუნურს და უჭკუო კაცს დაარიგებს, ავადმყოფს ნ... იხილეთ სრულად
აწ უკუე არა ვზრუნვიდეთ მონაგებთათვის, არამედ ვტიროდით მსაჯულისა მის უკვდავისა. და უკუეთუ გაქუნდეს მონაგები, განუყავ იგი გლახაკთა, რამეთუ შემძლებელ ხარ ხსნასა სულისა შენისასა, ვიდრე-ესე სოფელსა-ღა შინა ხარ
ზოგიერთს თავის თავი მიაჩნია კეთილ ქრისტიანედ; გარნა როდესაც ღარიბი და გლახაკი მოითხოვს მისგან შემწეობას, ეწყინება, ვერაფერს ვერ გამოიმეტებს, თუმცა იმავე ჟამს არა ზოგავს მრავალსა ხარჯსა რომლისამე ამაოისა ნივთისა ანუ კმაყოფილებისათვ... იხილეთ სრულად
სად არიან საწყალნი? მე არ ვიცნობ მათ, – მეტყვის ვინმე. მოძებნე, შეიტყვე! უსაწყლესი ყოველთა გლახაკი ის არის, რომელი შენთან ვერ მოვა და შენ ვერ შეგაწუხებს. მოწყალების გაცემასაც უნდა ჭკუა და სიბრძნე. არა ყოველი გლახაკი არის ღირსი შებ... იხილეთ სრულად
29. მოწყალე გული ცხადად იქნება შეწყალებული, უწყალოს კი შესაბამისი მიეგება
არ დაივიწყო სადღესასწაულო დღეები, თავშეკავება იქონიე. ეკლესიაში იარე - გარდა ავადმყოფობის პერიოდისა. ყველასთვის ილოცე, ამით ბევრ სიკეთეს იზამ. ეკლესიას სანთლები, ღვინო და ზეთი შესწირე. მოწყალება ბევრ მადლს მოგაგებს