უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
ნუ განკვირუებულ ხართ, ჰოი კაცნო, დიდებულებათა ზედა ღვთისათა, რამეთუ არა მე ვარ მკურნალი, არამედ სახელის დება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელი იოტებს ეშმაკთა და განსდევნის სენთა და უძლურებათა კაცთასა და ყოველი ძალი მაცთურისა ეშ... იხილეთ სრულად
ნეტარ არიან, რომელთაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში ნათელი სოფლისა ქრისტე შეიმოსეს, რამეთუ მათ უკვე შეიმოსეს სამოსი უხრწნელებისა.
მე მიყვარს იესო, რომელმაც თავი გასწირა ჩემთვის. რას მივაგებ მე უფალს მთელი ამ წყალობის ნაცვლად?
მას შემდეგ, რაც ძე უფლისა განსხეულდა, ჩვენ ვიცით, რომ წმინდანთა ყველა ზეციური ზემოქმედებანი მისგან მომდინარეობდნენ და მომდინარეობენ: მისგან გადმოვიდა სულიწმინდა მოციქულებზე, მისგან მოიქცა სავლე მდევნელი პავლე მოციქულად, მისგან იყო... იხილეთ სრულად
ის, ვინც არ მიიღებს ქრისტეს, ვერ მიიღებს სულიწმინდას და არც ერთი არაქრისტიანული რელიგია არ არის მატარებელი სულიწმიდის მადლისა. ამ მადლთა შორის სულიერი სიბრმავისაგან განთავისუფლება იგულისხმება.
იესო ქრისტეს მარადიული ხსოვნა და მასზე ლოცვა ჰბადებს რაღც ღვთაებრივ მდგომარეობას. თუ მუდამ გვექნება გონებაში მასზე ვედრება შეუწყვეტელი სიფხიზლით, როგორც აუცილებელი საქმე. და მართლაც, მხოლოდ ერთი და ერთგვარი საქმე უნდა შევასრულოთ ყ... იხილეთ სრულად
იესო ტკბილია და თუ ადამიანი მას მიანდობს თავისი ტკივილების სიმწარეს, ეს სიმწარე ტკბილ სიროფად გადაიქცევა.
თუკი ხორციელი სიყვარული ესოდენ იმონებს სულს, რომ მას სხვა ყოველივესგან განაშორებს და მხოლოდ საყვარელ არსებას მიაჯაჭვავს, მაშ, რას არ გააკეთებს ქრისტესადმი სიყვარული და მასთან განშორების შიში?
დღესაც მრავლად არიან მსოფლიოში ქრისტიანები, რომელნიც სიყვარულით მსახურებენ ქრისტეს, იტანენ მძიმე ავადმყოფობებს, ლანძღვას, ცილისწამებას ცხოველმყოფელი უფლის სასოებით. ეს ის უდიდესი სულები არიან, რომელთაც თავიანთი მაცხოვრისაგან ისწავ... იხილეთ სრულად
და ყოველი ჩვენგანი, შესაბამისად სულის იმ სიწმინდისა და განათლებისა, რომელიც ამქვეყნად მიიღო, იმქვეყნად იხილავს ქრისტეს უფრო ახლოს, უფრო წმინდად და დატკბება მისი კეთილსურნელებით და სხვებზე მეტად გაიხარებს და იშვებს.