უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
ქრისტე მეუფეა არსებით და მეუფეა განგებით, რამეთუ არარსებულნიც მან შექმნა და საკუთარი სისხლით გამოისყიდა ცოდვით მომკვდარნიც და ამგვარად უბოძა მორწმუნეებს მადლი.
ქრისტე მაღლიდან ხედავს, როგორ მოქმედებს ყოველი ჩვენთაგანი და იცის თავადაც როდის და როგორ იმოქმედოს ჩვენს სასიკეთოდ. მან იცის, როგორ და სად წაგვიყვანოს, ოღონდ ჩვენ ვთხოვოთ დახმარება, მის წინაშე განვაცხადოთ ჩვენი სურვილები და მივანდ... იხილეთ სრულად
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს. ქრისტე აღდგა - მაშასადამე, მართლაც არსებობს სულიერი სამყარო, რეალური და მარადიული სამყარო. ქრისტე აღდგა - მაშასადამე, სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია. ქრისტე აღდგ... იხილეთ სრულად
უდიდესი სენი ჩვენი დროისა არის ადამიანთა ამაო ზრახვები, რომლებსაც მხოლოდ სულიერი სიმძიმე მოაქვს. ამ სენისაგან განკურნება ძალუძს მხოლოდ ქრისტეს, რომელიც ადამიანს ანიჭებს სულიერ სიმშვიდეს და მასთან ერთად უკვდავებას. ამისთვის საკმარი... იხილეთ სრულად
სულიერი სამყაროს ნათელ ძალთა ხელმძღვანელობით მოსემ ისრაელის ხალხი მონობისაგან იხსნა. ნათელ ძალთა ზემოქმედების წყალობით ამარცხებდა ისუ ნავესი საკუთარ და უფლის მტრებს. სულიერ ძალთა მეშვეობით წინასწარმეტყველნი წინასწარემტყველებდნენ, ... იხილეთ სრულად
სიცოცხლე ქრისტეს გარეშე, სიცოცხლე კი არა, სიკვდილია. თუ შენს ყოველ საქმესა და აზრში ქრისტეს არ ხედავ, მაშინ ქრისტეს გარეშე ხარ.
სახარებაში იესო ქრისტე გვეუბნება: მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი (ინ. 15, 1-4). აი, როგორი სიახლოვე არსებობს ჩვენსა და ჩვენს უფალს შორის. ყოველი ქრისტიანი ჭეშმარიტი ვენახის - იესო ქრისტეს რტოა. ჩვენ ვიცით, რომ უკეთუ რტო გახმა, მას მ... იხილეთ სრულად
სადაც ქრისტეა, - ნათელი სოფლისა, საიქიოს მარადიული ნათელი, მშვიდობა და სიხარული, - ანგელოზები და წმიდანებიც იქვეა, იქ სასუფევლის ზეიმია.
„სადაც მე ვარ“, - ამბობს ქრისტე, - „იქ იქნება მსახური ჩემი“. სად არის ქრისტე? - ზეცაში. ამგვარად, ჩვენც სულითა და გონებით გადავსახლდეთ იქ, აღდგომამდე.
როგორც სიყვარული იესო ქრისტესი, ისე მისი ტანჯვა იყო ისეთი დიდი, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩავწვდეთ მას იმიტომ, რომ მცირედ გვიყვარს უფალი. ვისაც მეტად უყვარს, მას მეტად შეუძლია შეიმეცნოს მისი ტანჯვა. არსებობს სიყვარული მცირე, არის საშ... იხილეთ სრულად